https://sputnik-georgia.com/20240218/medvedevis-gancxadeba-286391114.html
მედვედევი: თუ რუსეთის ძველ საზღვრებში დაბრუნებას შეეცდებიან, მთელ არსენალს გამოვიყენებთ
მედვედევი: თუ რუსეთის ძველ საზღვრებში დაბრუნებას შეეცდებიან, მთელ არსენალს გამოვიყენებთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. რუსეთის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნების მცდელობები დასავლეთთან გლობალურ ომამდე მიგვიყვანს, რა დროსაც რუსეთი მთელ თავის... 18.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-18T20:39+0400
2024-02-18T20:39+0400
2024-02-19T08:48+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275264317_0:59:2743:1601_1920x0_80_0_0_c0f502c8ab44a61dc558d00762b15c67.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. რუსეთის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნების მცდელობები დასავლეთთან გლობალურ ომამდე მიგვიყვანს, რა დროსაც რუსეთი მთელ თავის სტრატეგიულ არსენალს გამოიყენებს, წერს ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegarm-არხზე.მისი თქმით, დასავლეთის გამარჯვებაში „ამჟამინდელი რუსეთის პირდაპირი და შეუქცევადი დაშლა“ და ასევე „მძვინვარე სამოქალაქო ომი“ მოიაზრება, რასაც რუკიდან რუსეთის საბოლოო წაშლა უნდა მოჰყვეს.აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თეორიული სცენარები მის სამხედრო დოქტრინასა და „ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებშია“ ჩამოყალბებული. ეს შესაძლებელია: რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით აგრესიის შემთხვევაში; მოწინააღმდეგის მიერ კრიტიკულ სამთავრობო ან სამხედრო ობიექტებზე ზემოქმედების შემთხვევაში; ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე დაემუქრება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/1b/275264317_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3d678eea17d2861c45cf46cc0d867380.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, პოლიტიკა
მედვედევი: თუ რუსეთის ძველ საზღვრებში დაბრუნებას შეეცდებიან, მთელ არსენალს გამოვიყენებთ
20:39 18.02.2024 (განახლებულია: 08:48 19.02.2024) თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. რუსეთის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნების მცდელობები დასავლეთთან გლობალურ ომამდე მიგვიყვანს, რა დროსაც რუსეთი მთელ თავის სტრატეგიულ არსენალს გამოიყენებს, წერს ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegarm-არხზე.
მისი თქმით, დასავლეთის გამარჯვებაში „ამჟამინდელი რუსეთის პირდაპირი და შეუქცევადი დაშლა“ და ასევე „მძვინვარე სამოქალაქო ომი“ მოიაზრება, რასაც რუკიდან რუსეთის საბოლოო წაშლა უნდა მოჰყვეს.
„ ნუთუ ამ იდიოტებს მართლა სჯერათ, რომ რუსეთის ხალხი თავისი ქვეყნის ასეთ დაშლას გადაყლაპავს? <...> იქნება სულ სხვაგვარად : რუსეთის დაშლას უფრო საშინელი შედეგები მოჰყვება, ვიდრე ჩვეულებრივ, თვით ყველაზე გაჭიანურებულ ომს. იმიტომ, რომ რუსეთის 1991 წლის საზღვრებთან დაბრუნება მხოლოდ ერთს მოიტანს: გლობალურ ომს დასავლეთის ქვეყნებთან — ჩვენი სახელმწიფოს მთელი სტრატეგიული არსენალის გამოყენებით კიევზე, ბერლინზე, ლონდონზე, ვაშინგტონზე დასარტყმელად“, — წერს მედვედევი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თეორიული სცენარები მის სამხედრო დოქტრინასა და „ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებშია“ ჩამოყალბებული. ეს შესაძლებელია: რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით აგრესიის შემთხვევაში; მოწინააღმდეგის მიერ კრიტიკულ სამთავრობო ან სამხედრო ობიექტებზე ზემოქმედების შემთხვევაში; ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არსებობას საფრთხე დაემუქრება.