https://sputnik-georgia.com/20240218/kiseliovma-baidenis-interviuze-tetr-saxls-mimarta-286389092.html
კისელიოვმა ბაიდენთან ინტერვიუზე თეთრ სახლს წერილობით მიმართა
კისელიოვმა ბაიდენთან ინტერვიუზე თეთრ სახლს წერილობით მიმართა
Sputnik საქართველო
წერილობითი მოთხოვნა „რუსეთისა და აშშ–ის დიალოგის გაგრძელების“ წინადადებით თეთრ სახლში ამერიკელ ჟურნალისტთან რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ გაიგზავნა. 18.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-18T17:06+0400
2024-02-18T17:06+0400
2024-02-18T17:06+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/04/274562469_0:0:3147:1771_1920x0_80_0_0_1ae064e78417e5f6cfb37b975c864561.jpg
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. მედიაჯგუფი Россия сегодня–ს („როსია სეგოდნია“) გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ინტერვიუს თაობაზე მოთხოვნა გაგზავნა, იუწყება РИА Новости.პროგრამაში Вести недели („კვირის უწყებანი“) კისელიოვმა განაცხადა, რომ წერილი თეთრ სახლში გაიგზავნა. მისი თქმით, ამერიკელი პრეზიდენტის სარკისებრი ინტერვიუ რუს ჟურნალისტთან საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ვარიანტი იქნებოდა ვაშინგტონისთვის.თუ ბაიდენი დათანხმდება, იგეგმება ინტერვიუს გადათარგმნა უცხოურ ენებზე და მისი გავრცელება РИА Новости–ს Telegram–არხზე, სააგენტოს ვებ–გვერდზე და მედიაჯგუფის სხვა პლატფორმებზე მთელ მსოფლიოში. დმიტრი კისელიოვმა ასევე აღნიშნა, რომ ინტერვიუს გამართვას პირადად თვითონ გეგმავს.ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან ინტერვიუს ასაღებად მოსკოვს თებერვლის დასაწყისში ეწვია. რუსეთის ლიდერთან ორსაათიანი საუბარი 9 თებერვლის ღამეს გამოქვეყნდა. ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებს მიეძღვნა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/04/274562469_416:0:3147:2048_1920x0_80_0_0_8ef7e7fe5c7323f39aaac61e8dda4ae1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა
კისელიოვმა ბაიდენთან ინტერვიუზე თეთრ სახლს წერილობით მიმართა
წერილობითი მოთხოვნა „რუსეთისა და აშშ–ის დიალოგის გაგრძელების“ წინადადებით თეთრ სახლში ამერიკელ ჟურნალისტთან რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ გაიგზავნა.
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. მედიაჯგუფი Россия сегодня–ს („როსია სეგოდნია“) გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ინტერვიუს თაობაზე მოთხოვნა გაგზავნა, იუწყება
РИА Новости.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს არ ჰყოფნით შესაძლებლობა, მოუსმინონ და გაუგონ ერთმანეთს, და მიგვაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ღირსეული მაგალითი აჩვენა, როდესაც დათანხმდა ამერიკელ მაყურებელზე გათვლილ ინტერვიუს“, – ნათქვამია მოთხოვნის ტექსტში.
პროგრამაში Вести недели („კვირის უწყებანი“) კისელიოვმა განაცხადა, რომ წერილი თეთრ სახლში გაიგზავნა. მისი თქმით, ამერიკელი პრეზიდენტის სარკისებრი ინტერვიუ რუს ჟურნალისტთან საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ვარიანტი იქნებოდა ვაშინგტონისთვის.
თუ ბაიდენი დათანხმდება, იგეგმება ინტერვიუს გადათარგმნა უცხოურ ენებზე და მისი გავრცელება РИА Новости–ს Telegram–არხზე, სააგენტოს ვებ–გვერდზე და მედიაჯგუფის სხვა პლატფორმებზე მთელ მსოფლიოში. დმიტრი კისელიოვმა ასევე აღნიშნა, რომ ინტერვიუს გამართვას პირადად თვითონ გეგმავს.
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან ინტერვიუს ასაღებად მოსკოვს თებერვლის დასაწყისში ეწვია. რუსეთის ლიდერთან ორსაათიანი საუბარი 9 თებერვლის ღამეს გამოქვეყნდა. ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებს მიეძღვნა.