ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია

© courtesy of Ilia Topuriaილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
ქართველმა მებრძოლმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურიამ ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
27 წლის ქართველი ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა.
ბრძოლის პირველი რაუნდი დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, ორივე მებრძოლი თავის შანსს ელოდებოდა და არ რისკავდა. მეორე რაუნდში თოფურიამ ტემპს მოუმატა და რაუნდის შუაში ვოლკანოვსკის ნოკაუტით მოუგო.
ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, მას ჯერ კარიერაში არ წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელს ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.
ყველა ახალი ამბავი
0