თავისუფალი ჭიდაობა: გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

© National Wrestling Federation of Georgiaგივი მაჭარაშვილი
გივი მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
დღეს კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიშვილი (125კგ), მირიან მაისურაძე (92კგ) კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი - ბუქარესტში კონტინენტის პირველობის ფინალში მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი ანგარიშით 7:1 დაამარცხა.
ბუქარესტი 12-18 თებერვლის პერიოდში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს - შეჯიბრებები ბერძნულ-რომაულ, ქალთა და თავისუფალ ჭიდაობაში იმართება.
შაბათს, ფინალურ ბლოკში ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს. ნაკრების დებიუტანტი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) კი შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდნენ.
18 თებერვალს კონტინენტის პირველობის ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიშვილი (125კგ), მირიან მაისურაძე (92კგ) კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
ტურნირზე რეპეშაჟიდან მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ გიორგი გოგრიჭიანი (74კგ) და შოთა ფარტენაძე (61კგ).
2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ყველა ახალი ამბავი
0