ბოჭორიშვილი: პრეზიდენტი სააკაშვილის თამაშშია ჩართული

© Parliament of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სამწუხაროდ, პირველად არ ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაკეთებული განცხადებები შემდგომ დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ქვეყანას, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
ასე გამოეხმაურა ის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებას.
ბოჭორიშვილს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთსა და იმავე თამაშს თამაშობენ.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილს უწევს ან ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეგეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.
ყველა ახალი ამბავი
0