მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Bild: ფონ დერ ლაიენი ორშაბათს სერიოზულ განცხადებას გააკეთებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2024
გამოწერა
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ურსულა ფონ დერ ლაიენი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რომ მზადაა მეორე ვადით გახდეს ევროკომისიის პრეზიდენტი, იუწყება Bild წყაროებზე დაყრდნობით.
„ურსულა ფონ დერ ლაიენი გეგმავს, ორშაბათ დილით, [გერმანიის] ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის აღმასრულებელ კომიტეტთან შეხვედრის შემდეგ, გამოაცხადოს, რომ მზადაა მეორე ვადით ასარჩევად. ბერლინში ის სავარაუდოდ დღეს ჩავა მას შემდეგ, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოვა“, — წერს გამოცემა.
აღინიშნება, რომ ფონ დერ ლაიენს ხელახლა არჩევისთვის ევროპის სხვა მთავრობათა მეთაურების მხარდაჭერა სჭირდება. მისი კანდიდატურის დამტკიცება შესაძლოა 7 მარტს ბუქარესტში გამართულ ყრილობაზე მოხდეს.
მანამდე გამოცემა Welt წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ გასული წლის ბოლოს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეწინააღმდეგებოდა ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულაფონდერლაიენისნატოსგენერალურმდივნადდანიშვნას იენს სტოლტენბერგის პოსტიდან წასვლის შემდეგ. ამის ერთ-ერთ მიზეზად გამოცემა მოსკოვის მიმართ „ზედმეტად კრიტიკულ“ დამოკიდებულებას ასახელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0