https://sputnik-georgia.com/20240217/uzravi-qoneba-bakuriansa-da-gudaursi-286366677.html
ბაკურიანსა და გუდაურში უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა — ახალი მონაცემები
ბაკურიანსა და გუდაურში უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა — ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანსა და გუდაურში, უძრავი ქონების გაყიდვები 2023 წელს 26,1% და 27%-ით შემცირდა... 17.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-17T10:16+0400
2024-02-17T10:16+0400
2024-02-17T10:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810194_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_006c95627a813e0681da602ab21d8625.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანსა და გუდაურში, უძრავი ქონების გაყიდვები 2023 წელს 26,1% და 27%-ით შემცირდა (შესაბამისად), ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.ანალიტიკოსების ინფორმაციით, გასულ წელს გაყიდვების კლება 2022 წელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვების რეკორდული ტრანზაქციებითაა განპირობებული.მიმოხილვის მიხედვით, ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტი იყიდება, რომელთა უმეტესობა კოხტას მთასთან მდებარეობს.2023 წელს, ბაკურიანისათვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 77,7% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტშია (801-1200$/მ2).2023 წლის მონაცემებით, ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი ოდნავ გაიზარდა — წელიწადში 2,7%-ით და კვადრატულ მეტრზე 1 ათას დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა.ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 42 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 20.6%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით, და ეს პირველად ბაზარზე ტრანზაქციების შემცირებით აიხსნება.ამ დროისათვის გუდაურში 6 საცხოვრებელი პროექტი იყიდება. 2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინების (26-50 მ2) წილმა მთლიანი გაყიდვების 87,4% შეადგინა. ამასთან გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასების სეგმენტშია (1200-1500$/მ2).2023 წელს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი, 2022 წელთან შედარებით, 3,5%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 1,3 ათასი დოლარი შეადგინა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 18,8 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 26%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263810194_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_ad86cf9dd8b4b01378147cad95305a2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, სტატისტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, სტატისტიკა
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანსა და გუდაურში, უძრავი ქონების გაყიდვები 2023 წელს 26,1% და 27%-ით შემცირდა (შესაბამისად), ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, გასულ წელს გაყიდვების კლება 2022 წელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვების რეკორდული ტრანზაქციებითაა განპირობებული.
2023 წელს ბაკურიანში 956 ობიექტი გაიყიდა, 2022 წელს კი მათი რაოდენობა 1,3 ათასი იყო.
გასულ წელს გუდაურში 378 ობიექტი გაიყიდა, 2022 წელს კი – 518.
მიმოხილვის მიხედვით, ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტი იყიდება, რომელთა უმეტესობა კოხტას მთასთან მდებარეობს.
2023 წელს, ბაკურიანისათვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 77,7% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტშია (801-1200$/მ2).
2023 წლის მონაცემებით, ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი ოდნავ გაიზარდა — წელიწადში 2,7%-ით და კვადრატულ მეტრზე 1 ათას დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა.
ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 42 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 20.6%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით, და ეს პირველად ბაზარზე ტრანზაქციების შემცირებით აიხსნება.
ამ დროისათვის გუდაურში 6 საცხოვრებელი პროექტი იყიდება. 2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინების (26-50 მ2) წილმა მთლიანი გაყიდვების 87,4% შეადგინა. ამასთან გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასების სეგმენტშია (1200-1500$/მ2).
2023 წელს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი, 2022 წელთან შედარებით, 3,5%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 1,3 ათასი დოლარი შეადგინა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 18,8 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 26%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.