https://sputnik-georgia.com/20240217/tav-georgia-gauqmda-3-da-gadaido-2-aviareisi-286368845.html
TAV Georgia: გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი
TAV Georgia: გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო გასულ ღამეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი, იუწყება... 17.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-17T13:42+0400
2024-02-17T13:42+0400
2024-02-17T13:42+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263511006_0:0:2464:1387_1920x0_80_0_0_daef161481b228379dd486523c2d2af7.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო გასულ ღამეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ (TAV Georgia).„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი", - ნათქვამია განცხადებაში.როგორც თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.გავრცელებული ინფორმაციით, რეისების ჩვეულ რეჟიმში მიღება ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263511006_78:0:1930:1389_1920x0_80_0_0_463d527fd20c526618de943f1abe8b7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
TAV Georgia: გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო გასულ ღამეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ (TAV Georgia).
„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, რეისების ჩვეულ რეჟიმში მიღება ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.