https://sputnik-georgia.com/20240217/saqartvelo-radiaciis-mpnitoringis-saertashoriso-sistemas-sheuertda-286368981.html
საქართველო რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას შეუერთდა
საქართველო რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას შეუერთდა
Sputnik საქართველო
საქართველომ IRMIS სისტემის რიგით50-ე კონტრიბუტორი სახელმწიფოს სტატუსი შეიძინა . 17.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-17T14:31+0400
2024-02-17T14:31+0400
2024-02-17T14:31+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/11/249734828_0:130:3178:1918_1920x0_80_0_0_0c2599bb2a71213a24efc2355b4d3c0f.jpg
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას (IRMIS) შეუერთდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით შექმნილი IRMIS სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ადრეული შეტყობინებისა და რეაგირების მართვის პროცესში. სისტემაში ჩართული სახელმწიფოების მონაცემები ბუნებრივი რადიაციული ფონის მიმდინარე რეჟიმში მონიტორინგისა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროული მიღების შესაძლებლობას იძლევა.როფორც სამინისტროში განმარტავენ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მფლობელობაში არსებული გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებიდან გამოსხივების მაჩვენებლები ავტომატურად მიეწოდება IRMIS სისტემას და მიმდინარე რეჟიმში აისახება საერთაშორისო რუკაზე.უწყების ცნობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებზე განხორციელებული ტექნიკური ღონისძიებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად, საქართველომ შეიძინა IRMIS სისტემის რიგით 50-ე კონტრიბუტორი სახელმწიფოს სტატუსი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/11/249734828_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_0ad229ac91e8e944002c9e07bc318290.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას შეუერთდა
საქართველომ IRMIS სისტემის რიგით50-ე კონტრიბუტორი სახელმწიფოს სტატუსი შეიძინა .
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას (IRMIS) შეუერთდა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით შექმნილი IRMIS სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ადრეული შეტყობინებისა და რეაგირების მართვის პროცესში. სისტემაში ჩართული სახელმწიფოების მონაცემები ბუნებრივი რადიაციული ფონის მიმდინარე რეჟიმში მონიტორინგისა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროული მიღების შესაძლებლობას იძლევა.
როფორც სამინისტროში განმარტავენ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მფლობელობაში არსებული გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებიდან გამოსხივების მაჩვენებლები ავტომატურად მიეწოდება IRMIS სისტემას და მიმდინარე რეჟიმში აისახება საერთაშორისო რუკაზე.
„IRMIS სისტემაში ჩართვა ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ“, - აღნიშნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ხატია ჯიქურიძემ.
უწყების ცნობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებზე განხორციელებული ტექნიკური ღონისძიებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად, საქართველომ შეიძინა IRMIS სისტემის რიგით 50-ე კონტრიბუტორი სახელმწიფოს სტატუსი.