https://sputnik-georgia.com/20240217/qartuli-ocneba-lelos-iniciativas-apasebs-286371511.html
საარჩევნო პოპულიზმი - მმართველი პარტია პენსიების გაზრდის შესახებ „ლელოს" ინიციატივაზე
საარჩევნო პოპულიზმი - მმართველი პარტია პენსიების გაზრდის შესახებ „ლელოს" ინიციატივაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაპირება არის ხმების მოსაპოვებლად იაფასიანი... 17.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-17T17:11+0400
2024-02-17T17:11+0400
2024-02-17T17:11+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_01d0f168da2abf7883527ab21c769c6c.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაპირება არის ხმების მოსაპოვებლად იაფასიანი პოპულიზმი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციურმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრეა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსიების 1 ათას ლარამდე გაზრდის პირობა დადო. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება თავად საქართველოს დააზარალებს და ასეთ პირობებში პენსიების გაზრდაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაუყონებლივ შეწყვეტა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და, ალბათ, ამაში ეჭვი არავის ეპარება, აღნიშნა მან.დეპუტატის თქმით, რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვის ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა ავანტიურა, საქართველოს ხელისუფლება კი მუშაობს ბაზრის დივერსიფიკაციაზე, რათა მთლიანად არ იყოს დამოკიდებული ერთ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებზე.დღეისთვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია. ქვეყანაში პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ პენსიის აღნიშნული ოდენობა არ არის საკმარისი საქართველოში ღირსეული ცხოვრებისთვის და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად.საქართველოში პენსიების გაზრდის თემა მრავალი წლის მანძილზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაპირება იყო, ვინაიდან ქვეყანაში პენსიონერები ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063490_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_fabb0c42106fc0c80ac892a5010d3ff0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება , ახალი ამბები
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დაპირება არის ხმების მოსაპოვებლად იაფასიანი პოპულიზმი, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა.
საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციურმა პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრეა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსიების 1 ათას ლარამდე გაზრდის პირობა დადო. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება თავად საქართველოს დააზარალებს და ასეთ პირობებში პენსიების გაზრდაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
„ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი, რომელიც მიმართულია ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე, რათა „ლელომ" და მისმა ლიდერმა შემოდგომ არჩევნებზე მიაღწიონ გარკვეულ ელექტორალურ წარმატებას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაუყონებლივ შეწყვეტა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და, ალბათ, ამაში ეჭვი არავის ეპარება, აღნიშნა მან.
დეპუტატის თქმით, რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვის ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა ავანტიურა, საქართველოს ხელისუფლება კი მუშაობს ბაზრის დივერსიფიკაციაზე, რათა მთლიანად არ იყოს დამოკიდებული ერთ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებზე.
„ჩვენ ასევე ვიცით, რომ მხოლოდ ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ამიტომაც სხვადასხვა ბაზრებისკენ ვდგამთ ნაბიჯებს. ეს მოწოდებები: მოდით, ხვალ გამთენიისას დავკეტოთ საზღვრები, მივუჯახუნოთ კარი რუსეთს და ა.შ.- დიდი ავანტიურაა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
დღეისთვის საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. სახელმწიფო პენსიის ოდენობა საქართველოში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ასაკის მიხედვით 315 ლარი და 415 ლარია. ქვეყანაში პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ პენსიის აღნიშნული ოდენობა არ არის საკმარისი საქართველოში ღირსეული ცხოვრებისთვის და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად.
საქართველოში პენსიების გაზრდის თემა მრავალი წლის მანძილზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაპირება იყო, ვინაიდან ქვეყანაში პენსიონერები ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.