რამდენი ადამიანი იღებს პენსიასა და სოციალურ დახმარებას საქართველოში — ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში პენსიას 838,1 ათასი ადამიანი იღებს, ხოლო სოციალურ დახმარებას — 181,9 ათასი.
უწყების მონაცემებით, საქართველოში პენსიონერთა საერთო რაოდენობის 71,1%-ს ქალები შეადგენენ.
ამასთან, საქართველოში პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს, მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონია — სადაც პენსიონერთა მთლიანი რაოდენობის 15,8% ცხოვრობს, მესამეზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი — პენსიონერთა 10.5%-ით.
პენსიონერთა ყველაზე მცირე რაოდენობა გურიის (3.3%), მცხეთა-მთიანეთისა (2.5%) და რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის (1.2%) რეგიონებშია.
რაც შეეხება სოციალური პაკეტის მიმღებებს, მათ შორის პენსიონერთა საერთო რაოდენობის 67,1% მამაკაცია. გარდა ამისა:
სოცდახმარების მიმღებთა 70,7% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია,
13,1% — ომის ვეტერანი,
11,7% — მარჩენალდაკარგული ოჯახები,
4,4% — სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები,
0,1% — სხვა სახის სოციალურ პაკეტებს იღებს.
თბილისში სოციალურ დახმარებას მიმღებთა მთლიანი რაოდენობის 27,2% იღებს, იმერეთში — 16,2%, აჭარაში — 11,8%, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 9,5%, ხოლო ქვეყნის სხვა რეგიონებში — 35,2%.
დღეისათვის საქართველოში ქალებზე ხანდაზმულობის პენსია 60 წლიდან, მამაკაცებზე კი 65 წლიდან გაიცემა. საქართველოში სახელმწიფო პენსიის ოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან არის 315 და 415 ლარი ასაკის მიხედვით. ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც ასაკობრივი პენსიონერებისთვის პენსიების ინდექსირებას ითვალისწინებს ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მიხედვით.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულებზე —რაც უფრო ღარიბია ოჯახი, მით ნაკლებია ქულები. დახმარების ოდენობა 10-დან 60 ლარამდე მერყეობს ოჯახის თითოეულ წევრზე (ზრდასრულებზე). 2022 წლის 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებს ყოველ ბავშვზე ყოველთვიურად 150 ლარი ეძლევათ.
ყველა ახალი ამბავი
0