https://sputnik-georgia.com/20240217/levan-tediashvili-gardaicvala-286369530.html
ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თედიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონია 17.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-17T14:05+0400
2024-02-17T14:05+0400
2024-02-17T14:05+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24797/76/247977634_0:939:1996:2062_1920x0_80_0_0_b44cac8e5fee78f11e4c38abf63e3b3c.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს ოთხგზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში იგი დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში თედიაშვილი მე-20 საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24797/76/247977634_0:752:1996:2249_1920x0_80_0_0_cbc5494478de6bd0ea4d77bfd963eae2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა
თედიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონია
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი ფალავანი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.
„ლეგენდა წავიდა! ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს ოთხგზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში იგი დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში თედიაშვილი მე-20 საუკუნის მესამე საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.
ლევან თედიაშვილის მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
2005 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) გადაწყვეტილებით, ლევან თედიაშვილი ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრია.