ათასობით თბილისელს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკომპანია Tbilisi Energy
კომპანია Tbilisi Energy  - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
ბუნებრივი აირის მიწოდება გლდანში 19 თებერვალს შეწყდება.
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. გადაუდებელი სამუშაოების გამო დაახლოებით 6,5 ათას აბონენტს 14 საათით გაზის მიწოდება შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპნაია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.
კომპანიის ცნობით, გლდანის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება 19 თებერვალს 20:00 საათიდან 20 თებერვლის 10:00 საათამდე.
გაზი არ მიეწოდება არა მხოლოდ საცხოვრებელ შენობებს, არამედ ასევე სავაჭრო და კვების ობიექტებს.
ყველა ახალი ამბავი
0