„ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს“ – ფრანგი პოლიტიკოსი უკრაინისთვის 3 მლრდ ევროს გამოყოფაზე

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2024
გამოწერა
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ სიგიჟეა, რომელიც უნდა შეწყდეს, განაცხადა ფრანგული პარტია „პატრიოტების“ ლიდერმა ფლორიან ფილიპომ.
მაკრონმა მანამდე დააზუსტა, რომ შეთანხმება უსაფრთხოების შესახებ პარიზსა და კიევს შორის 10 წელზეა ხელმოწერილი და იქამდე იმოქმედებს, სანამ უკრაინა ნატოში არ შევა. შეთანხმება მოიცავს 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 3 მლრდ ევროს გამოყოფას.
„სამი მილიარდი! მაკრონმა ახლახან გამოაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 3 მილიარდს გამოუყოფს... ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს“, – დაწერა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება ეხება უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებას, ასევე უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიის გამტკიცებას.
საუბარია უკრაინაში ფრანგულ კომპანიებთან ერთად იარაღის წარმოების ორგანიზაციაზე.
რუსეთმა უკრაინაში სპეციალური ოპერაცია 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0