ვიზიტები უცხოეთში და ქველმოქმედება - საქართველოს პრეზიდენტის ხარჯები 2023 წელს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წელს საკუთარი ჯიბიდან 48 ათას ლარზე მეტი დახარჯა ევროპაში ვიზიტებზე, რომლებიც მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის შარშანდელ დეკლარაციაში.
პრეზიდენტის შემოსავალმა 2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 84,2 ათასი ლარი შეადგინა. ამ თანხიდან სახელმწიფოს მეთაურმა ქველმოქმედებაში 55,2 ათასი ლარი დახარჯა.
2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავის ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს
საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა>>
იმის გამო, რომ ზურაბიშვილი საგარეო ვიზიტებს მთავრობის თანხმობის გარეშე ახორციელებდა, გასულ წელს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. მან იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში უცხოური ვიზიტების გამო პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დადასტურდა.
სალომე ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის შემოდგომამდე. „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა.
ყველა ახალი ამბავი
0