ვითარება გზებზე: სად აღდგა საავტომობილო მოძრაობა

© photo: Sputnik / Stringerტრაქტორი გზაზე მუშაობს
ტრაქტორი გზაზე მუშაობს - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საუბარია გზის 22-ე კმ მონაკვეთზე, სადაც ინტენსიურმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. აქ 15 თებერვალს მიწისა და კლდის მასა ჩამოიშალა. ამის გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აღნიშნულ გზაზე აკრძალული იყო.
ამ დროისთვის ტერიტორია გაწმენდილია და მოძრაობა ტრანსპორტისთვის - სრულად აღდგენილი.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ - ნალექსა და ტემპერატურის შემცირებას.
ყველა ახალი ამბავი
0