თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალს ახალი სივრცე შეემატა, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯია" (TAV Georgia).
კომპანიის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 2,2 მილიონი ლარი შეადგინა და მისი მიზანი მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნა, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდა და რიგების შემცირება იყო.
„ტავ ჯორჯიას" ცნობით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, დაგეგმილ ვადაში დასრულდა.
„გაიზარდა საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდა საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი. ასევე მოეწყობა სწრაფი დერეფანი სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, საჭირო პროცედურები რიგში დგომის გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0