https://sputnik-georgia.com/20240216/tbilisi-evropis-momavlis-qalaqebis-top-ateulsi-moxvda-286347185.html
თბილისი ევროპის მომავლის ქალაქების ტოპ-ათეულში მოხვდა
თბილისი ევროპის მომავლის ქალაქების ტოპ-ათეულში მოხვდა
Sputnik საქართველო
თბილისი ტოპ-10-ში მოხვდა კატეგორიებში „ხარჯთეფექტიანობა" და „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია". 16.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-16T13:21+0400
2024-02-16T13:21+0400
2024-02-16T13:21+0400
თბილისი დღეს
ევროპა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486600_0:0:2947:1659_1920x0_80_0_0_dadfa5cc54edafea5f05f48c12d60e07.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისი ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების 2024 წლის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში ორ კატეგორიაში მოხვდა კომპანია fDI Intelligence-ის ვერსიით, რომელიც Financial Times-ის ჯგუფში შედის. fDi Intelligence წარმოადგენს მსოფლიოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული მომსახურების ყველაზე სრულ სპექტრს. fDi Intelligence განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სიახლეებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ და კორპორატიული საინვესტიციო კლიმატის ღრმა ანალიზს მრავალ სექტორში. თბილისი „ხარჯთეფექტიანობის" კატეგორიაში ევროპის წამყვან ქალაქებს შორის მეექვსე ადგილზე დასახელდა. ამ კატეგორიაში მოხვდნენ ანკარა, სოფია, ბუქარესტი, კიევი, სტამბული, ვარშავა, ბუდაპეშტი, პრაღა, ზაგრები. ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის" ნომინაციაში თბილისმა მეცხრე ადგილზე დასახელდა. ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვდნენ ბარსელონა, ლონდონი, ბერლინი, დუბლინი, მადრიდი და სხვა ქალაქები. რეიტინგის შედგენისას ავტორებმა ევროპის მასშტაბით 509 ადგილი შეისწავლეს. ისინი ქალაქებს ექვსი კატეგორიით აფასებდნენ: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების სტილი, ხარჯთეფექტიანობა, კომუნიკაციები, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოზიდვის სტრატეგია.
ევროპა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486600_124:0:2855:2048_1920x0_80_0_0_469683c35245dac25057ee3cd94c1962.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, ევროპა, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, ევროპა, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი ევროპის მომავლის ქალაქების ტოპ-ათეულში მოხვდა
თბილისი ტოპ-10-ში მოხვდა კატეგორიებში „ხარჯთეფექტიანობა" და „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია".
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისი ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების 2024 წლის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში ორ კატეგორიაში მოხვდა კომპანია fDI Intelligence-ის ვერსიით, რომელიც Financial Times-ის ჯგუფში შედის.
fDi Intelligence წარმოადგენს მსოფლიოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული მომსახურების ყველაზე სრულ სპექტრს. fDi Intelligence განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სიახლეებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ და კორპორატიული საინვესტიციო კლიმატის ღრმა ანალიზს მრავალ სექტორში.
თბილისი „ხარჯთეფექტიანობის" კატეგორიაში ევროპის წამყვან ქალაქებს შორის მეექვსე ადგილზე დასახელდა. ამ კატეგორიაში მოხვდნენ ანკარა, სოფია, ბუქარესტი, კიევი, სტამბული, ვარშავა, ბუდაპეშტი, პრაღა, ზაგრები.
ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის" ნომინაციაში თბილისმა მეცხრე ადგილზე დასახელდა. ქვეყნების ტოპ-ათეულში მოხვდნენ ბარსელონა, ლონდონი, ბერლინი, დუბლინი, მადრიდი და სხვა ქალაქები.
რეიტინგის შედგენისას ავტორებმა ევროპის მასშტაბით 509 ადგილი შეისწავლეს. ისინი ქალაქებს ექვსი კატეგორიით აფასებდნენ: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების სტილი, ხარჯთეფექტიანობა, კომუნიკაციები, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოზიდვის სტრატეგია.