https://sputnik-georgia.com/20240216/ramdenadaa-saqartvelos-ekonomika-rusetze-damokidebuli-286359039.html
რამდენად არის საქართველოს ეკონომიკა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე დამოკიდებული?
რამდენად არის საქართველოს ეკონომიკა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე დამოკიდებული?
Sputnik საქართველო
საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა. 16.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-16T18:13+0400
2024-02-16T18:13+0400
2024-02-16T18:13+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278847485_0:155:829:621_1920x0_80_0_0_26039005bcc204a40f45bb7faeb8d90f.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა და 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2023 წელს 11,2% შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,3%-ით გაიზარდა და 657 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 5%-ით შემცირდა და 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა.2023 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი, 2022 წელთან შედარებით, 11,2%-ით შემცირდა, ხორბლის იმპორტი - 8,9%-ით.ბუნებრივი და მასთან დაკავშირებული გაზების იმპორტი რუსეთიდან 16,7%-ით გაიზარდა და 131,2 მლნ დოლარი შეადგინა - რუსული გაზის წილმა მთლიან იმპორტში 29,5% შეადგინა.2023 წელს ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა – 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2023 წელს გამომუშავებამ გადააჭარბა მოხმარებას, ამიტომაც საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია თითქმის არ მოუხმარია და ექსპორტზე რეკორდული 1,5 მლრდ კვტ/სთ გაიტანა. მიუხედავად ამისა, რუსეთიდან 786,55 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა - ელექტროენერგიის მთელი იმპორტის 99,6%.ყველაზე მეტად რუსულ ბაზარზე დამოკიდებულია ქართული ღვინის ექსპორტი - მთლიანი ექსპორტის 65%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2005 წლის შემდეგ.2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 4,6%-ით გაიზარდა და 168,3 მლნ დოლარი შეადგინა.2023 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერობს რუსეთი, საიდანაც შემოვიდა დაახლოებით 1.523,4 მლნ დოლარი - საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული გადარიცხვების სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 36,9%.საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები, 2023 წელს ქვეყანას რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე ეწვია, რაც 30,5%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.2023 წელს ყველაზე მეტი თანხა რუსმა ტურისტებმა დახარჯეს - 938,4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 4,7%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/16/278847485_0:0:829:621_1920x0_80_0_0_5a5625294a135d68b909837c0bdfd79f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენად არის საქართველოს ეკონომიკა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე დამოკიდებული?
საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 3%-ით შემცირდა და 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2023 წელს 11,2% შეადგინა.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,3%-ით გაიზარდა და 657 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 5%-ით შემცირდა და 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 657,0 | 2,3 |
იმპორტი | 1 744,5 | -5,0 |
სულ | 2 401,5 | -3,1 |
2023 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი, 2022 წელთან შედარებით, 11,2%-ით შემცირდა, ხორბლის იმპორტი - 8,9%-ით.
ბუნებრივი და მასთან დაკავშირებული გაზების იმპორტი რუსეთიდან 16,7%-ით გაიზარდა და 131,2 მლნ დოლარი შეადგინა - რუსული გაზის წილმა მთლიან იმპორტში 29,5% შეადგინა.
2023 წელს ყველაზე მეტი ბენზინი და დიზელის საწვავი რუსეთიდან შემოვიდა – 736,1 ათასი ტონა, რაც მთლიანი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წელი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ნავთობპროდუქტები | 552,1 | -11,2 |
გაზი | 131,2 | 16,7 |
ნახშირბადოვანი ფოლადი | 57,9 | 60,3 |
ხორბალი | 56,2 | -8,9 |
ბოთლი და მინის ტარა | 48,6 | 11,1 |
რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2023 წელს გამომუშავებამ გადააჭარბა მოხმარებას, ამიტომაც საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია თითქმის არ მოუხმარია და ექსპორტზე რეკორდული 1,5 მლრდ კვტ/სთ გაიტანა. მიუხედავად ამისა, რუსეთიდან 786,55 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა - ელექტროენერგიის მთელი იმპორტის 99,6%.
ყველაზე მეტად რუსულ ბაზარზე დამოკიდებულია ქართული ღვინის ექსპორტი - მთლიანი ექსპორტის 65%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2005 წლის შემდეგ.
2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 4,6%-ით გაიზარდა და 168,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2023 წელი
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ღვინო | 168,3 | 4,6 |
სპირტიანი სასმელები | 67,4 | 42,1 |
მსუბუქი ავტომობილები | 67,1 | -11,3 |
მინერალური წყალი | 61,8 | 21,3 |
გაზიანი სასმელები | 60,7 | 53,8 |
2023 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერობს რუსეთი, საიდანაც შემოვიდა დაახლოებით 1.523,4 მლნ დოლარი - საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული გადარიცხვების სისტემების გამოყენებით ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 36,9%.
საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები, 2023 წელს ქვეყანას რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე ეწვია, რაც 30,5%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
2023 წელს ყველაზე მეტი თანხა რუსმა ტურისტებმა დახარჯეს - 938,4 მილიონი აშშ დოლარი, რაც 4,7%-ით მეტია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით.