ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: ქუთაისში ავტოავარიას ორი ქვეითი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / სასწრაფო დახმარება ქუთაისში
სასწრაფო დახმარება ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
ავარია საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობასთან მოხდა, სადაც ფეხით მოსიარულეებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ფეხით მოსიარულის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გზაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი ავტომობილი, რომლებსაც ახალგაზრდა ქალები მართავდნენ. ერთ-ერთი მათგანი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ისიც ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
„ორი გოგო ერთმანეთს „ეგონკავებოდა“, ერთმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე ავტომობილის საჭესთან მჯდომმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0