https://sputnik-georgia.com/20240216/parlamentshi-kobaxizis-da-chiqovanistvis-mandatis-shewyvetaze-msjloben-286357690.html
პარლამენტში კობახიძისა და ჩიქოვანისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტაზე მსჯელობენ
პარლამენტში კობახიძისა და ჩიქოვანისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტაზე მსჯელობენ
Sputnik საქართველო
კომიტეტის წევრებმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს 16.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-16T17:30+0400
2024-02-16T17:30+0400
2024-02-16T22:07+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_e44ba6ce706be406510c04b6b26a70dd.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.კომიტეტის წევრებმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს და ყოფილ კოლეგებს საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს - გიორგი ბარვენიშვილი მმართველი პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში 71-ეა.რაც შეეხება ვიცე-სპიკერ ირაკლი ჩიქოვანის საპარლამენტო მანდატს, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, ჩიქოვანი მაჟორიტარული სიით არის არჩეული, ხოლო შუალედური არჩევნები საარჩევნო წელს არ ტარდება. შესაბამისად წელს ზუგდიდი მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე დარჩება.ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახება განაცხადა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერის თანამდებობაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე 1-ელ თებერვალს ოფიციალურად წარადგინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ ამას მხარი დაუჭირა ყრილობამ. საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352824_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f958f6f316fbe6a4fd1e7d344ad9a751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
პარლამენტში კობახიძისა და ჩიქოვანისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტაზე მსჯელობენ
17:30 16.02.2024 (განახლებულია: 22:07 16.02.2024) კომიტეტის წევრებმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრი, ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
კომიტეტის წევრებმა ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირეს და ყოფილ კოლეგებს საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს - გიორგი ბარვენიშვილი მმართველი პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში 71-ეა.
რაც შეეხება ვიცე-სპიკერ ირაკლი ჩიქოვანის საპარლამენტო მანდატს, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, ჩიქოვანი მაჟორიტარული სიით არის არჩეული, ხოლო შუალედური არჩევნები საარჩევნო წელს არ ტარდება. შესაბამისად წელს ზუგდიდი მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე დარჩება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 29 იანვარს მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახება განაცხადა. ირაკლი კობახიძის კანდიდატურა პრემიერის თანამდებობაზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე 1-ელ თებერვალს ოფიციალურად წარადგინა პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგ ამას მხარი დაუჭირა ყრილობამ.
საქართველოს პარლამენტმა 8 თებერვალს ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას და მან მთავრობის მეთაურის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.