ალექსანდრ ნავალნი გარდაიცვალა

  - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
თბილისი, 16 თებერვალი − Sputnik. ალექსეი ნავალნი, რომელიც იამალო-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს, გარდაიცვალა, იუწყება „რია ნოვოსტი“ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
„ამა წლის16 თებერვალს, No3 გამოსასწორებელ კოლონიაშიმსჯავრდებულმა ნავალნიმ სეირნობის შემდეგ თავი ცუდად იგრძნოდა პრაქტიკულად მაშინვე დაკარგა გონება. ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ დაწესებულების მედმუშაკები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს", − ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნავალნის, რომელიც რუსეთში ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა რეესტრში იყო შეყვანილი, ყველა აუცილებელი რეანიმაციული ღონისძიება ჩაუტარდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერის გარდაცვალების შესახებ უკვე აცნობეს პრეზიდენტ პუტინს.
ამ დროისათვის უცნობია, რა მიზეზით გარდაიცვალა პატიმარი. როგორც კრემლის წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი ამბობს, ნავალნის სიკვდილის მიზეზები მედიკოსებმა უნდა დაადგინონ.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კოლონიაში უკვე დაიწყო საპროცესო შემოწმება ნავალნის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0