რა გახდა საქართველოში სასიკვდილო მეწყერის მიზეზი - ექსპერტების დასკვნა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმეწყერი იმერეთში
მეწყერი იმერეთში - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
ბოლო პერიოდში საქართველოში მეწყერს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოში სასიკვდილო მეწყერის წარმოშობის ძირითადი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბოლოო დასკვნაში.
საქართველოში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში, სამთო კურორტ შოვში მეწყერის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ერთი თვის შემდეგ კი იმავე მიზეზით სამი ადამიანი დაიღუპა. ხოლო 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარის და იმერეთის რეგიონებში მეწყერსა და ზვავს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქვეყანაში ბოლო წლის განმავლობაში მომხდარ სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნა წარმოადგინა
ტრაგედია შოვში
შამუგიას თქმით, სწრაფად განვითარებადი ბუნებრივი პროცესების წინასწარი პროგნოზირებაა ხშირად რთული და შეუძლებელია.
შამუგიამ აღნიშნა, რომ შოვში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შემთხვევის ადგილზე უმოკლეს ვადაში მივიდა გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ექვსი ჯგუფი. მათ არა მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერეს ტერიტორია, არამედ მონიტორინგი განახორციელეს სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით.
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მყინვარ ბუბაზე ექსპედიცია მოაწყვეს და ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია. მოპოვებული მონაცემების საფუძველზე მომზადდაარსებული მდგომარეობის პირველადი შეფასება.
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
პარალელურად სააგენტოს თანამშრომლებმა შვეიცარიულ კომპანია Geotesti-სთან, რომელსაც აქვს მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.
კომპანიამ გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალები შეისწავლა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შეამოწმა. შვეიცარიელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომელიც ქართველმა კოლეგებმა მიიღეს.
„შვეიცარიელი ექსპერტების რეკომენდაციით, მდინარე ბუბისწყლის ხეობასა და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალში უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და დამონტაჟდეს გამაფრთხილებელი ნიშნები“, - განაცხადა შამუგიამ.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, ამ ტიპის ხეობებში პრაქტიკულად შეუძლებელია დამცავი ღონისძიებების საფუძვლიანად გატარება მსგავსი მასშტაბის პროცესების თავიდან ასაცილებლად. ამ ეტაპზე ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის საუკეთესო საშუალება ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებაა.
გარდა ამისა, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტიქიური მოვლენის სწრაფი განვითარების გამო, ადრეული გაფრთხილების სპეციალური სისტემა შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა.
ტრაგედია იმერეთში
რაც შეეხება იმერეთის რეგიონში მომხდარ ტრაგედიას, მინისტრ შამუგიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტოს ყოველწლიურ გეოლოგიურ საინფორმაციო ბიულეტენში სოფელ ნერგეეთის ტერიტორია მეწყრული პროცესების შესაძლო გააქტიურების ზონაში მოხვდა, კონკრეტულად კი ის ადგილი, სადაც მიმდინარე წლის 7 თებერვალს განვითარდა დამანგრეველი მეწყერი, ექსპერტების მიერ შეფასებული არ იყო.
მეწყერი გამოიწვია ძლიერმა ნალექმა, რომელიც 5, 6 და 7 თებერვალს (81 მმ) მოვიდა და ასევე თოვლის საფარის ინტენსიურმა დნობამ მიმდებარე ფერდობებზე.
სამიდღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვისნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამმონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მეწყერმა სრულად დაანგრია ოთხისაცხოვრებელი სახლი და შეიწირა ცხრა ადამიანის სიცოცხლე. გაიცარეკომენდაცია მიმდებარე ფერდობზე მცხოვრები შვიდი ოჯახის ევაკუაციის შესახებ. სხვა დასახლებულუბნებზე მონიტორინგი გრძელდება.
სამინისტროს გეგმები
მინისტრის თქმით, ქვეყანის მასშტაბით გაგრძელდება შესაძლო საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 13 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს თანხები მოხმარდება მონიტორინგის თანამედროვე ქსელის გაფართოებას და გაძლიერებას.
„კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში აშკარად შეიმჩნევა ამ მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. შესაბამისად, ადრეული შეტყობინების ეფექტური სისტემის არსებობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს“, - აღნიშნა შამუგიამ.
2024 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეოსადგური, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას, აღნიშნა მინისტრმა.
წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები.
ადრეული გაფრთხილების სისტემები ასევე დამონტაჟდება იმ ადგილებში, სადაც წყალდიდობის საშიშროებაა.
ფინეთის მეტეოსამსახურის დახმარებით დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა.
გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მონტაჟი. ამ ეტაპზე 18 მეწყრულად აქტიურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მონიტორინგი და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება.
დაგეგმილიამდინარე დურუჯისხეობაში ღვარცოფული პროცესების გაფრთხილების სისტემების მოსაწყობად სამუშაოების დაწყება. 2024 წელს დასრულდება საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპისბუნებრივი საფრთხეების რუკების მომზადება.
მთელიქვეყნის მასშტაბით გაზაფხულის ბოლომდე თანამედროვე სატელიტური დაკვირვების სისტემების გამოყენებით იტალიელი ექსპერტების მიერ შეფასდება ბოლოათი წლის ჭრილში მეწყრული პროცესების დინამიკა. შამუგიას თქმით, ეს მეწყერსაშიში ტერიტორიების უკეთ განსაზღვრას და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას გახდის შესაძლებელს.
ყველა ახალი ამბავი
0