ფულადი გადარიცხვების მოცულობა იანვარში შემცირდა - ეროვნული ბანკის მონაცემები

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარის კუპიურები
აშშ დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
საქართველოში ფულადი გზავნილებით 2024 წლის იანვარში რუსეთი ლიდერობს.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 40,8%-ით დაეცა და 263,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში - 2024 წლის იანვარი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა %

რუსეთი

67,6

-74,7

იტალია

44,2

2,2

აშშ

38,0

32,9

საბერძნეთი

18,5

2,2

გერმანია

16,2

13,5

საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 67,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 25,7%-ია. 2024 წლის იანვარში რუსეთიდან 74,7%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე 2023 წლის იანვარში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 25,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 1,5%-ით ნაკლებია.
ყველა ახალი ამბავი
0