საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების ლიკვიდობა 40%–მდე შეამცირა

© photo: Sputnik / Svetlana Shevchenkoდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 29 მაისს გაიმართება.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რუსეთის მოქალაქეების მიმართ მოთხოვნები შეარბილა და დეპოზიტების პროცენტი უცხოურ ვალუტაში, რომლის მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეუძლებელი იქნება, 80%–დან 40%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი (სებ-ი) ავრცელებს.
რუსეთის დეპოზიტების ლიკვიდურობის დონე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში 80%-მდე დაადგინა. თუმცა, განახლებული შეფასებით, ამ განაკვეთის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას.
„ცალკეული შეფასებებით და გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში ანგარიშებიდან მნიშვნელოვანი გადინება არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ლიკვიდურობის მოთხოვნა სხვა არარეზიდენტი დეპოზიტების ლიკვიდურობის მოთხოვნას - 40%-ს გაუთანაბრა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ქართულ ბანკებს მოეთხოვებოდათ რუსული დეპოზიტების არანაკლებ 80% განეთავსებინათ ექსკლუზიურად ლიკვიდურ აქტივებში და შეეძლოთ დეპოზიტის არაუმეტეს 20%-ის გამოყოფა სხვა აქტივებზე, რაც ზღუდავდა ბანკების შესაძლებლობას რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების ხარჯზე დაეფინანსებინათ სხვა საკრედიტო აქტივობები.
რეგულატორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბრიდან რუსებისთვის გადინების განაკვეთი 80%-მდე გაიზარდა, რუსეთის რეზიდენტების ანგარიშებისა და ანაბრების მოცულობა დასტაბილურდა, ხოლო წილი მთლიან დეპოზიტებში შემცირდა.
„ამ რესურსის ძირითად ნაწილს ბანკები ლიკვიდურ აქტივებში ინარჩუნებენ და არ ხდება გრძელვადიანი სტაბილური ვალდებულებების ჩანაცვლება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, რეგულატორმა ბანკებს მისცა რეკომენდაცია აწარმოონ არარეზიდენტების ანაბრების კომპოზიციის რეგულარული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, შეარბილონ რისკები ლიკვიდობის ადეკვატური შიდა ბუფერით.
ყველა ახალი ამბავი
0