აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს

© courtesy of Institute of Georgian Literatureაკა მორჩილაძე
აკა მორჩილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2024
გამოწერა
აკა მორჩილაძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალია.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს, ნათქვამია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განცხადებაში.
აკა მორჩილაძე შვედეთის ნობელის კომიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ ხმათა უმრავლესობით წარადგინეს.
ნობელის პრემიის 2024 წლის ლაურეატებს სტოკჰოლმსა და ოსლოში 7-14 ოქტომბერს გამოაცხადებენ. ცნობილია, რომ შვედეთის აკადემია თავის არჩევანზე ლიტერატურის დარგში 10 ოქტომბერს ისაუბრებს.
განათლებით ისტორიკოსი აკა მორჩილაძე 1966 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი რომანი და მოთხრობა, არის ქართული ლიტერატურული პრემია „საბას" ექვსგზის ლაურეატი. მორჩილაძის თხზულებებისა და სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები „გასეირნება ყარაბაღში", „გასეირნება ყარაბაღში 3", „შუამავალი" და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0