https://sputnik-georgia.com/20240215/zalcburgshi-saqartvelos-saqmiani-turizmis-potencials-gaecnen-286324394.html
ზალცბურგში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
ზალცბურგში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
Sputnik საქართველო
MCE Central & Eastern Europe-ზე 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი. 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T12:04+0400
2024-02-15T12:04+0400
2024-02-15T12:04+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საზოგადოება
ავსტრია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262844778_0:316:3073:2044_1920x0_80_0_0_e7de4ede52c8c3d332598b6b076b7b61.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმში MCE Central & Eastern Europe მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ავსტრიის სიდიდით მეოთხე ქალაქ ზალცბურგში გამართულ 3- დღიან ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროპის წამყვან კომპანიებთან, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან და ღონისძიების პოტენციურ დამკვეთებთან.საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.ფორუმის ფარგლებში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ისრაელის, ბელგიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სკანდინავიის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ.MCE Central & Eastern Europe-ზე 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.
საქართველო
ავსტრია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0e/262844778_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_54e85c52f7d8497c6b912632d2ea1521.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ავსტრია, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საზოგადოება, ავსტრია, ახალი ამბები
ზალცბურგში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
MCE Central & Eastern Europe-ზე 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმში MCE Central & Eastern Europe მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ავსტრიის სიდიდით მეოთხე ქალაქ ზალცბურგში გამართულ 3- დღიან ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროპის წამყვან კომპანიებთან, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან და ღონისძიების პოტენციურ დამკვეთებთან.
საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
ფორუმის ფარგლებში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ისრაელის, ბელგიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სკანდინავიის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ.
MCE Central & Eastern Europe-ზე 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.