https://sputnik-georgia.com/20240215/ssm-piris-gaupatiurebistvis-dakavebul-80-wlis-mamakacs-patimroba-seefarda-286337676.html
შშმ პირის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 80 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
შშმ პირის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 80 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
სამართალდამცავებმა 80 წლის მამაკაცი 7 თებერვალს დააკავეს. მას პირველი ინსტანციის სასამართლომ გირაო შეუფარდა. 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T19:00+0400
2024-02-15T19:00+0400
2024-02-15T19:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_469e5531402cc306cc1b66fe9c33b421.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 80 წლამდე კაცს სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მამაკაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 წლის ქალი გააუპატიურა.პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) აქვს წარდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_128:0:896:576_1920x0_80_0_0_78f6c6381b67f46f9bc2b37d635981c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
შშმ პირის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 80 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
19:00 15.02.2024 (განახლებულია: 19:51 15.02.2024) სამართალდამცავებმა 80 წლის მამაკაცი 7 თებერვალს დააკავეს. მას პირველი ინსტანციის სასამართლომ გირაო შეუფარდა.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 80 წლამდე კაცს სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მამაკაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 წლის ქალი გააუპატიურა.
პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) აქვს წარდგენილი.