https://sputnik-georgia.com/20240215/samcxe-javaxetsi-qalis-adevnebasi-policieli-amxiles-286339242.html
სამცხე-ჯავახეთში ქალის ადევნებაში პოლიციელი ამხილეს
სამცხე-ჯავახეთში ქალის ადევნებაში პოლიციელი ამხილეს
Sputnik საქართველო
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T21:02+0400
2024-02-15T21:02+0400
2024-02-15T21:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
სამცხე-ჯავახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_3188e667e27875f32c3535b099cc75ea.jpg
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალის მიმართ ადევნების ფაქტზეა მხილებული, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს ბრალდებული ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა, რომელიც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა. ასევე, ბრალდებული დაზარალებულს პირად შეხვედრას და ურთიერთობას სისტემატიურად სთხოვდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საგამოძიებო პროცესის წარმართვა მოკლე დროში უზრუნველყო, რა დროსაც მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცავის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, აპლიკაცია Whatsapp-იდან გაგზავნილი შეტყობინებები.საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის წარედგინა. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.
საქართველო
სამცხე-ჯავახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/19/250706280_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_e22ee38d8be197ecf5321f9eb67cafd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სამცხე-ჯავახეთი
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, სამცხე-ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთში ქალის ადევნებაში პოლიციელი ამხილეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალის მიმართ ადევნების ფაქტზეა მხილებული, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს ბრალდებული ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა, რომელიც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა. ასევე, ბრალდებული დაზარალებულს პირად შეხვედრას და ურთიერთობას სისტემატიურად სთხოვდა.
ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, მას მიადგა მორალური ზიანი და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საგამოძიებო პროცესის წარმართვა მოკლე დროში უზრუნველყო, რა დროსაც მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.
მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცავის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, აპლიკაცია Whatsapp-იდან გაგზავნილი შეტყობინებები.
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის წარედგინა. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.