მოსაზრება: უკრაინის არმიის რეზერვების განადგურება სელიდოვოში და დასავლეთის გეგმების კრახი

© photo: Sputnik / Sergei Averin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2024
გამოწერა
სპეცოპერაციის ზონაში რუსეთის ჯარები სრულად აკონტროლებენ ინიციატივას და რამდენიმე მიმართულებით მიიწევენ წინ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლას ოფიციალურად გამოცხადებულ „თავდაცვაზე გადასვლა“ და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების შეუქცევადი დანაკარგების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. დასავლეთი, რომელიც ცდილობს რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, სტრატეგიულ ჩიხშია ჩარჩენილი და დაუსჯელად ვერ უბრუნდება თავდაპირველ პოზიციებს.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საიმედოდ გადაკეტეს ავდეევკა, დაყვეს ქალაქი ორ ნაწილად და წარმატებას ავითარებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული ტერიტორიების ცეცხლოვან რგოლში მოქცევით. უკრაინის სარდლობის მცდელობა, გადაისროლოს ავდეევკაში დახმარება და„ფორტეცია“ განბლოკოს, უშედეგოა.
13 თებერვალს რუსულმა „ისკანდერებმა“ ფაქტობრივად "დაფარეს" სელიდოვო(ქალაქი ავდეევკიდან30 კილომეტრში), ანუ მათ დიდწილად გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვები, რომლებიც მანამდე გადაისროლეს ავდეევკის მიმართულებით.
შესანიშნავად იმუშავა რუსულმადაზვერვამ- დარტყმის ქვეშ 1500-დან 2000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი აღმოჩნდა. უკრაინის სარდლობა უარყოფს და მალავს უზარმაზარ დანაკარგებსადა პანიკურ განწყობას. მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ავდეევკაში უფრო ობიექტურად შეაფასეს სიტუაცია და ნებაყოფლობით დაიწყეს თავიანთი პოზიციების დატოვება „ქვაბულში“.
რუსული ჯარები შესამჩნევად დაწინაურდნენ არტიომოვსკის დასავლეთით და იბრძვიან ქალაქ ჩასოვ იარის გარეუბანიდან ერთი კილომეტრის დაშორებით, სოფელ კრასნოიეს მიდამოში. მოწინააღმდეგე წინააღმდეგობას სწევს, ჩასოვ იარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური კერა და გამაგრებული ტერიტორიაა.
ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მიიწევენ კრასნო-ლიმანსკის და სამხრეთ დონეცკის მიმართულებით - იბრძვიან იამპოლოვკას, ტორსკოეს, პობედას და ნოვომიხაილოვკას დასახლებების რაიონებში. რუსი პილოტები ინტენსიურად მუშაობენ უკრაინის პოზიციებზედიდი კალიბრის მართვადი ბომბებით. ქალაქ კურახოვომდე (უკრაინის შეიარაღებული ძალების უგლედარის ჯგუფის მნიშვნელოვანი მომარაგების კერა) მისასვლელად დარჩა დაახლოებით 10 კილომეტრი.
მეორე მხრივ, მთავარსარდალმა სირსკიმ პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რთული ვითარების შესახებ აცნობა თითქმის მთელ ფრონტზე და „თავდაცვაზე გადასვლა“ გამოაცხადა. უფრო მეტიც, გერმანულ გამოცემა ZDF-თან ინტერვიუში სირსკიმ დაუშვა უკრაინის ჯარების უკანდახევა. ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსმა ივან სეკაჩმა 13 თებერვალს უხეშად განაცხადა: უკრაინის არმიას არ აქვს ავდეევკის შენარჩუნებისშესაძლებლობები.

მტრის ფეხქვეშ მიწა იწვის

უკრაინის კონფლიქტის შემდგომი დაფინანსების პროექტი ვაშინგტონში ოთხი თვის წინ შეჩერდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა დაადასტურა განზრახვა, არ დააყენოს კენჭისყრაზე კიევის რეჟიმისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების საკითხი −აშშ-ს სენატის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.
ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა განაცხადა: კიევის რეჟიმმა არ იცის, საიდან მოიტანოს იარაღი, საბრძოლო მასალა და 500 ათასი ახალი ჯარისკაცი ფრონტზე.
ნატოს ევროპელი მოკავშირეები უკიდურესად იმედგაცრუებულნი არიან "ჰეგემონის" არადამაჯერებელი სამხედრო ძალით და შიშის გამო საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნაზე ფიქრობენ. Bild-ის მიხედვით: „შოლცი ტანკის კანცლერი ხდება“, და ის არავითარ შემთხვევაში არ არის „რკინის კანცლერის“, ოტო ფონ ბისმარკის რეინკარნაცია.
ევროპისმეორე ეკონომიკას (რუსეთის ფედერაციის შემდეგ) - გერმანიას, წელიწადში 200 ათასამდე ჭურვის წარმოება შეუძლია, ხოლო უკრაინას 2 მილიონზე მეტი ჭურვი სჭირდება. ბერლინი წარმოების 700 ათას ჭურვამდე გაზრდას გეგმავს 2025 წლისთვის, მაგრამ ბუნდესვერის ცარიელი არსენალის შევსებას 10 წელზე მეტი დასჭირდება.
„ჭურვების შიმშილი" ნატოს ისტორიაა და არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა. დასავლელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სპეციალისტები უკრაინის იარაღის ქარხნებზე რუსული თავდასხმების გამო იღუპებიან. დროა დავუბრუნდეთ რეალობას..
ამერიკულიRand Corporation-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გაჭიანურებული სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს, ხოლორუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი შეტაკების (ანუ ალიანსის თერმობირთვული განადგურების) რისკი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
Rand-ის მტკიცებით, უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივებას შეერთებული შტატებისთვის ძალიან არასასურველი და შეუქცევადი შედეგები მოჰყვება: „რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების აჩრდილი ამ კონფლიქტს თავიდანვე სდევდა“.
მაშინაც კი, თუ ვაშინგტონი კონფლიქტის სწრაფად დასრულებას მოახერხებს, ამერიკელი ანალიტიკოსები მაინც აფრთხილებენ თეთრ სახლს ომის შემდგომი მკაცრი ანტირუსული რიტორიკის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის.
Rand თავის მოხსენებაში არც მალავს, რომ მარიონეტული კიევის რეჟიმის ქმედებები მთლიანად ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, ხოლო რუსეთთან მარიონეტული ომი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პროდუქტია. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი აპირებენ ყოვლისშემძლე "სპეციალური წარმომადგენლის" პოსტი დააარსონ ზელენსკის უფრო მკაცრი კონტროლისთვის.
გენერალი ჯონ ფერარი პორტალ Defense One-ზე თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტმა გამოავლინა „პენტაგონისთვის არასასიამოვნო სიმართლე“, თანაც საკმაოდ მწარე:
„აშშ-ს სამხედრო ისტებლიშმენტი გამარჯვებულის ხაფანგში მოხვდა და მომავალი ომების პრობლემებიდა გამოწვევები გამოეპარა. წარსულში სომალის, ერაყისა და ავღანეთის, დღეს კი უკრაინისა და ისრაელის ომები ცხადყოფს, რომ შეერთებულმა შტატებმა შექმნა სრულიად არასწორი სამხედრო მანქანა, რომელიც 21-ე საუკუნისთვის გამოუსადეგარია“.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის ყველაზე პატარა არმია გიგანტური და ძვირადღირებული საბრძოლო პლატფორმებით (სუპერ მებრძოლები, სუპერ ავიამზიდები, სუპერ გამანადგურებლები), რომლებიც ადვილად შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან პრიმიტიული და იაფი დრონების ჯგუფით, პენტაგონის მთავარი პრობლემაა, რომელიც უახლოეს მომავალში ვერ გადაიჭრება.
თუმცა, დავუბრუნდეთ უკრაინის ოპერაციების თეატრს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვალდემარ სკრზიპჩაკი უკრაინაში ვითარებას კრიტიკულად თვლის - გაჩნდა დამარცხების აჩრდილი და ამაში დამნაშავე თითქოს მთლიანად კიევის ხელმძღვანელობაა. პოლონელი გენერალი ეშმაკურად ურჩევს ზელენსკის „მოძებნოს პოლიტიკური გამოსავალი“ კონფლიქტის დასასრულებლად.
მეორე მხრივ, CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი Dialogue Works-თან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი კომპრომისზე არ წავა რუსეთთან და ჩინეთთან, რადგან კონფლიქტებსფულს მოაქვს სამხედრო-ინდუსტრიული კორპორაციებისთვის, რომლებსაც მისი დახარჯვა საარჩევნო კამპანიებზე შეუძლიათ. ერთადერთი, რაც ამერიკულ პოლიტიკას შეცვლის, არის შეერთებული შტატების „სამხედრო დამარცხება“.
ამასობაში რუსეთის სპეცოპერაციის ძირიტადი მიზნები უცვლელი რჩება. თეთრი სახლის მთავარი მიზანი − რუსეთში"რეჟიმის" შეცვლა − მიუწვდომლად რჩება. ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა გააფრთხილა თავისი არაშორსმჭვრეტელი მთავრობა: რუსეთის სახელმწიფოს ახალი მეთაური, სავარაუდოდ, "პუტინზე უფრო მკაცრიც კი იქნება".
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0