https://sputnik-georgia.com/20240215/papuashvili-zurabshvils-saqartvelo-tavisi-rezidenciis-ezo-hgonia-286328496.html
პაპუაშვილი: ზურაბიშვილს საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია
პაპუაშვილი: ზურაბიშვილს საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია
Sputnik საქართველო
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, იგი მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი... 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T14:03+0400
2024-02-15T14:03+0400
2024-02-15T14:03+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/45/243324539_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_aa517d8e0a2b7c0fbc31de3229295e3e.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აინტერესებს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი, მას ქვეყანა ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მიიღო ოფიციალური მიწვევა და აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის მიღებისთვის მათთვის არ მიუმართავს.რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, პაპუაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის სახით საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე.საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტიასალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.პრეზიდენტმ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/45/243324539_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_adc9dc73fa76c64dc10f924d164886b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: ზურაბიშვილს საქართველო საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო ჰგონია
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, იგი მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი გახდა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აინტერესებს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი, მას ქვეყანა ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორც უნდა ისე მოიქცევა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მიიღო ოფიციალური მიწვევა და აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის მიღებისთვის მათთვის არ მიუმართავს.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის მიუნხენში წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს. იგი არ წარმოადგენს იქ საქართველოს. ეს არის მისი, როგორც კერძო პირის ყოფნა იქ, რაც კიდევ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტს არ აინტერესებს საქართველოს კონსტიტუცია, ქართველი ხალხი, მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო, სადაც როგორ უნდა ისე მოიქცევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, პაპუაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის სახით საქართველო კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.