https://sputnik-georgia.com/20240215/nacmozraoba-xmis-damcvelta-skolas-apuznebs-286331246.html
არჩევნები 2024 საქართველოში: „ნაცმოძრაობა“ ხმის დამცველთა სკოლას ქმნის
არჩევნები 2024 საქართველოში: „ნაცმოძრაობა“ ხმის დამცველთა სკოლას ქმნის
Sputnik საქართველო
ახალი სკოლის მოსწავლეებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ კანონებს შეასწავლიან. 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T16:04+0400
2024-02-15T16:04+0400
2024-02-15T16:14+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274666987_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_4757b070fe725e74f23ed8f6d1927b24.jpg
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთა ხმების დამცველთა სკოლას ქმნის, სადაც დაინტერესებულ პირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტროლის მექანიზმებს შეასწავლიან, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს მატეო მეკაჩის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა.საქართველომ საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია მოიწვია>>>როგორც წერილში აღნიშნულია, საქართველო მზადაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად შესრულებას.OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია ქვეყანაში ჩამოვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოკლევადიანი მისია კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე განაცხადეს.საპარლამენტო არჩევნების სათანადო პირობებში გამართვა ერთ-ერთი პირობაა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274666987_73:0:1210:853_1920x0_80_0_0_2d03d851d000fb4f9f9e2ec87da9624a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ახალი ამბები
არჩევნები 2024 საქართველოში: „ნაცმოძრაობა“ ხმის დამცველთა სკოლას ქმნის
16:04 15.02.2024 (განახლებულია: 16:14 15.02.2024) ახალი სკოლის მოსწავლეებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ კანონებს შეასწავლიან.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთა ხმების დამცველთა სკოლას ქმნის, სადაც დაინტერესებულ პირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტროლის მექანიზმებს შეასწავლიან, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ეუთო/ოდირის და ჩვენს პარტნიორების იმედზე. ჩვენ ვქმნით ხმის დამცველთა სკოლას, სადაც გადავამზადებთ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, რომ იცოდნენ ყველა კანონი და საარჩევნო პუნქტი - როგორ და რით შეიძლება არჩევნების გაკონტროლება. ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით იმისათვის, რომ ხალხის ხმები იყოს დაცული “, - განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს მატეო მეკაჩის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა.
როგორც წერილში აღნიშნულია, საქართველო მზადაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად შესრულებას.
OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია ქვეყანაში ჩამოვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოკლევადიანი მისია კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე განაცხადეს.
საპარლამენტო არჩევნების სათანადო პირობებში გამართვა ერთ-ერთი პირობაა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის.