https://sputnik-georgia.com/20240215/gwp-12000-abonentebs-tanxas-daubrunebs-286327804.html
12 ათასამდე აბონენტს ზედმეტად დარიცხული თანხა დაუბრუნდება - რაში ამხილეს GWP?
12 ათასამდე აბონენტს ზედმეტად დარიცხული თანხა დაუბრუნდება - რაში ამხილეს GWP?
Sputnik საქართველო
თანხა მოქალაქეებს 5 თვის განმავლობაში უნდა დაუბრუნდეთ 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T13:39+0400
2024-02-15T13:39+0400
2024-02-15T13:39+0400
საქართველო
სემეკი
gwp
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250715299_0:57:1100:676_1920x0_80_0_0_ead89f95d3d9af49debc1f261bdd0bb8.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) 11.938 აბონენტს წყლის მოხმარებისთვის არაგონივრულად დარიცხულ 6 მილიონი ლარის ოდენობით თანხას უკან დაუბრუნებს, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) განცხადებაში.უწყების ცნობით, GWP- მ აბონენტებს ზედმეტად გადახდილი თანხა ხუთი თვის განმავლობაში უნდა დაუბრუნოს.გარდა ამისა, GNERC-ის დავალებით, წყალგამანაწილებელმა კომპანიამ 10.251 აბონენტს უკვე ჩამოაწერა ხანდაზმული დავალიანება და მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მათ სააბონენტო ბარათზე განათავსა კომპენსაციები, ჯამში 995.371 ლარის ოდენობით.ამასთან, სალიცენზიო პირობების დარღვევისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.2023 წლის აგვისტოში სემეკში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის შემოწმება. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა შეისწავლა 2019 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მომსახურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებები.ამ პერიოდში რიგი დარღვევები გამოიკვეთა, კერძოდ: კომპანია ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მომსახურების ტარიფების არასწორ დარიცხვას, არასრულყოფილად აღრიცხავდა სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებლებს, სისტემატურად არ იღებდა მრიცხველების ჩვენებებს და მომხმარებლებს არ არიცხავდა წყალმომარაგების საფასურს, არ ანახლებდა სამოქალაქო რეესტრიდან მისაღებ მონაცემებს, მომხმარებლებს არასწორი მონაცემებით აწვდიდა ქვითრებს.კომპანიას დაევალა ყველა გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა კომისიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით დადგენილ ვადაში. შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნება დამატებითი საჯარიმო სანქციები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250715299_62:0:1039:733_1920x0_80_0_0_c7241a51478b7303a2565f2df419b485.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სემეკი, gwp, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სემეკი, gwp, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
12 ათასამდე აბონენტს ზედმეტად დარიცხული თანხა დაუბრუნდება - რაში ამხილეს GWP?
თანხა მოქალაქეებს 5 თვის განმავლობაში უნდა დაუბრუნდეთ
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) 11.938 აბონენტს წყლის მოხმარებისთვის არაგონივრულად დარიცხულ 6 მილიონი ლარის ოდენობით თანხას უკან დაუბრუნებს, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) განცხადებაში.
უწყების ცნობით, GWP- მ აბონენტებს ზედმეტად გადახდილი თანხა ხუთი თვის განმავლობაში უნდა დაუბრუნოს.
გარდა ამისა, GNERC-ის დავალებით, წყალგამანაწილებელმა კომპანიამ 10.251 აბონენტს უკვე ჩამოაწერა ხანდაზმული დავალიანება და მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მათ სააბონენტო ბარათზე განათავსა კომპენსაციები, ჯამში 995.371 ლარის ოდენობით.
ამასთან, სალიცენზიო პირობების დარღვევისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.
2023 წლის აგვისტოში სემეკში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის შემოწმება. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა შეისწავლა 2019 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მომსახურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებები.
ამ პერიოდში რიგი დარღვევები გამოიკვეთა, კერძოდ: კომპანია ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მომსახურების ტარიფების არასწორ დარიცხვას, არასრულყოფილად აღრიცხავდა სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებლებს, სისტემატურად არ იღებდა მრიცხველების ჩვენებებს და მომხმარებლებს არ არიცხავდა წყალმომარაგების საფასურს, არ ანახლებდა სამოქალაქო რეესტრიდან მისაღებ მონაცემებს, მომხმარებლებს არასწორი მონაცემებით აწვდიდა ქვითრებს.
კომპანიას დაევალა ყველა გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრა კომისიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით დადგენილ ვადაში. შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნება დამატებითი საჯარიმო სანქციები.