https://sputnik-georgia.com/20240215/garibashvili-qartuli-ocnebis-mizani-sakonstitucio-umravlesobis-mopovebaa-286331484.html
ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა
ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა
Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებზე პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T16:27+0400
2024-02-15T16:27+0400
2024-02-15T16:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279072946_0:174:1280:894_1920x0_80_0_0_9697acd01e0e290347d4ec79a3542f86.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, განაცხადა ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.მმართველი პარტიის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიისთვის მზადების დაწყება დააანონსა, რომლის ფარგლებშიც იგი 100 დღეში ქვეყნის 10 რეგიონს ეწვევა.ღარიბაშვილის თქმით, ის აპირებს შეხვედრებს პარტიის წარმომადგენლებთან, რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მოსახლეობასთან.დღეს ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი გამართა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2024 წლის 29 იანვარს გააკეთა. 2024 წლის 1 თებერვალს კი ღარიბაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება პარტიის რიგგარეშე VIII ყრილობაზე ერთხმად მიიღეს. ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს შეცვალა.არჩევნები 2024საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარლამენტში ადგილები პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება. ქვეყნის პარლამენტში მანდატების ორი მესამედის მისაღებად პარტიამ ხმების 65-70% უნდა მიიღოს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279072946_392:228:1280:894_1920x0_80_0_0_44e9346636fe7dc4d0733cc2b3860413.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება
ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა
საპარლამენტო არჩევნებზე პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, განაცხადა ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში გამართულ პირველ ბრიფინგზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
„მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანი ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგის მიღებაა. ამისათვის აუცილებელია მოვახდინოთ ჩვენი რესურსების, აქტივების მაქსიმალური მობილიზება, რათა მივაღწიოთ ძლიერ გამარჯვებას და ძლიერ შედეგს ამ არჩევნებზე. ჩვენი მიზანია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მმართველი პარტიის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიისთვის მზადების დაწყება დააანონსა, რომლის ფარგლებშიც იგი 100 დღეში ქვეყნის 10 რეგიონს ეწვევა.
„მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონის მონახულებას ვგეგმავ. მექნება ათი გასვლითი ღონისძიება... ამ შეხვედრების მთავარი მიზანი რეალურად იქნება საარჩევნო კამპანიის მომზადება, არჩევნებისთვის მომზადება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.
ღარიბაშვილის თქმით, ის აპირებს შეხვედრებს პარტიის წარმომადგენლებთან, რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და მოსახლეობასთან.
დღეს ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში პირველი ბრიფინგი გამართა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2024 წლის 29 იანვარს გააკეთა.
2024 წლის 1 თებერვალს კი ღარიბაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება პარტიის რიგგარეშე VIII ყრილობაზე ერთხმად მიიღეს. ღარიბაშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს შეცვალა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. პარლამენტში ადგილები პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილდება. ქვეყნის პარლამენტში მანდატების ორი მესამედის მისაღებად პარტიამ ხმების 65-70% უნდა მიიღოს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.