https://sputnik-georgia.com/20240215/dekanozi-giorgi-mamaladze-brzola-grzeldeba-286323166.html
დეკანოზი გიორგი მამალაძე: ბრძოლა გრძელდება
დეკანოზი გიორგი მამალაძე: ბრძოლა გრძელდება
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T10:50+0400
2024-02-15T10:50+0400
2024-02-15T11:43+0400
საქართველო
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე"
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/57/244395715_0:94:2000:1219_1920x0_80_0_0_d5617d3b41006feacfe29ff7c495ce54.jpg
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება, განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელმაც პენიტენციური დაწესებულება გუშინ დატოვა.დეკანოზმა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, პენიტენციურ დაწესებულებაში 7 წელი გაატარა - დეკანოზი საპატიმრო დაწესებულებიდან ქობულეთში, საკუთარ სახლში 14 თებერვალს რეანიმობილით გადაიყვანეს.დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა, რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს. დეკანოზის ოჯახმა ე.წ. უდოს კომისიას გასული წლის ნოემბერში მიმართა. გიორგი მამალაძემ ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას მხარდაჭერისთივს მადლობა გადაუხადა.რამდენიმე დღის წინ მედიამ გაავრცელა შორენა თეთრუაშვილის წერილი, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენელი თანახმა იყო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეცვლოდა.დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან გაათავისუფლეს>>>მანამდე დეკანოზის ოჯახმა განაცხადა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელია აღარ შეუძლია.დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეთბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.2021 წლის ივნისში დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო.2022 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დახურული სხდომის ჩატარებით დაირღვა მამალაძის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია მამალაძის არგუმენტს სხდომების ნაწილობრივ დახურვის შესახებ.გარდა ამისა, დეკანოზის დაკავების შემდეგ საჯარო პირების კონკრეტულმა განცხადებებმა, ისევე, როგორც პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნებამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მამალაძე იყო დამნაშავე.ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მამალაძის სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საქმის მტკიცებულებების ნაწილში მის სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევას. მამალაძე ამტკიცებდა, რომ ციანიდი მას „ჩაუდეს“.სასამართლომ დაადგინა, რომ ბარგის ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა კანონიერი იყო და დეკანოზის არგუმენტი, რომ მას ციანიდი ჩაუდეს, უსაფუძვლოა.მიუხედავად იმისა, რომ მამალაძე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს სახელმწიფოსგან 150 ათას ევროს და 376,3 ათას ლარს მოითხოვდა, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დეკანოზისთვის მხოლოდ იურიდიული ხარჯების ანაზღაურება – 9.418 ლარის გადახდა დააკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24439/57/244395715_125:0:1874:1312_1920x0_80_0_0_8c361d26423f4a32ebf65e26bb58b59f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე", საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე", საზოგადოება, ახალი ამბები
დეკანოზი გიორგი მამალაძე: ბრძოლა გრძელდება
10:50 15.02.2024 (განახლებულია: 11:43 15.02.2024) თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება, განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელმაც პენიტენციური დაწესებულება გუშინ დატოვა.
დეკანოზმა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, პენიტენციურ დაწესებულებაში 7 წელი გაატარა - დეკანოზი საპატიმრო დაწესებულებიდან ქობულეთში, საკუთარ სახლში 14 თებერვალს რეანიმობილით გადაიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს გერმანიაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში – კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა, რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს. დეკანოზის ოჯახმა ე.წ. უდოს კომისიას გასული წლის ნოემბერში მიმართა.
„ჩემი დაკავება უსამართლობა იყო... ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. ახლა ჩემი მთავარი გეგმაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება", - განაცხადა დეკანოზმა ჟურნალისტებთან.
გიორგი მამალაძემ ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას მხარდაჭერისთივს მადლობა გადაუხადა.
რამდენიმე დღის წინ მედიამ გაავრცელა შორენა თეთრუაშვილის წერილი, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენელი თანახმა იყო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობით შეცვლოდა.
მანამდე დეკანოზის ოჯახმა განაცხადა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე 5 წელია აღარ შეუძლია.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.
2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.
2021 წლის ივნისში დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო.
2022 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დახურული სხდომის ჩატარებით დაირღვა მამალაძის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია მამალაძის არგუმენტს სხდომების ნაწილობრივ დახურვის შესახებ.
გარდა ამისა, დეკანოზის დაკავების შემდეგ საჯარო პირების კონკრეტულმა განცხადებებმა, ისევე, როგორც პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნებამ დაარწმუნა საზოგადოება, რომ მამალაძე იყო დამნაშავე.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მამალაძის სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საქმის მტკიცებულებების ნაწილში მის სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევას. მამალაძე ამტკიცებდა, რომ ციანიდი მას „ჩაუდეს“.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბარგის ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების პროცედურა კანონიერი იყო და დეკანოზის არგუმენტი, რომ მას ციანიდი ჩაუდეს, უსაფუძვლოა.
მიუხედავად იმისა, რომ მამალაძე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს სახელმწიფოსგან 150 ათას ევროს და 376,3 ათას ლარს მოითხოვდა, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დეკანოზისთვის მხოლოდ იურიდიული ხარჯების ანაზღაურება – 9.418 ლარის გადახდა დააკისრა.