https://sputnik-georgia.com/20240215/cesko-miesalmeba-sadamkvirveblo-misiebis-chartulobas-archevnebshi-286324987.html
ცესკო: მივესალმებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას არჩევნებში
ცესკო: მივესალმებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას არჩევნებში
Sputnik საქართველო
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა 15.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-15T12:28+0400
2024-02-15T12:28+0400
2024-02-15T12:28+0400
საქართველო
ცესკო
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო - ეუთო
ეუთო/ოდირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120880_0:110:1280:831_1920x0_80_0_0_c6cb02c297e899db9e8d4bfd77be6464.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამოსვლას ქვეყანაში და სრულ მზაობას აცხადებს კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში დამკვირვებლების ოპერატიული, ვერიფიცირებული და სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.14 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ცესკო აქტიურად ემზადება არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.როგორც ცესკოს ადმინისტრაციაში აღნიშნეს, საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ამავდროულად ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს.წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.საქართველომ საპარლამენტო არჩევნებზე OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია მოიწვია>>>OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია ქვეყანაში ჩამოვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოკლევადიანი მისია კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე განაცხადეს.ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამთავრობო გეგმაში დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260120880_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_97a4ec360f1ec4d271da3e1a8cbd7d67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო - ეუთო, ეუთო/ოდირი, ახალი ამბები
ცესკო: მივესალმებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას არჩევნებში
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამოსვლას ქვეყანაში და სრულ მზაობას აცხადებს კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმატში დამკვირვებლების ოპერატიული, ვერიფიცირებული და სრულყოფილი ინფორმაციით უზრუნველსაყოფად.
14 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ცესკო აქტიურად ემზადება არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.
როგორც ცესკოს ადმინისტრაციაში აღნიშნეს, საარჩევნო პროცესის მთლიანობისა და გამჭვირვალობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ პროცესში სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ამავდროულად ერთგვარ პრევენციულ მექანიზმსაც წარმოადგენს.
„ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზეც არის მზად ითანამშრომლოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც ასევე არაერთგზის აღნიშნულა მათივე ანგარიშებში", ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.
OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია ქვეყანაში ჩამოვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოკლევადიანი მისია კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება.
ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე განაცხადეს.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამთავრობო გეგმაში დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.