წმინდა ვალენტინის დღე: ისტორია, ტრადიცია და საჩუქრები

© Sputnik / Levan Avlabreliწმინდა ვალენტინის დღე
წმინდა ვალენტინის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
14 თებერვალს წმინდა ვალენტინის დღეს, რომელიც ყველა შეყვარებულის მფარველია, მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.
ადამიანები უკვე 1500 წელზე მეტია წლის ყველაზე რომანტიკულ დღესასწაულზე – წმინდა ვალენტინის დღეს სიყვარულში უტყდებიან ერთმანეთს და საჩუქრებს ჩუქნიან.
ჩვენ მოგითხრობთ ვინ იყო წმინდა ვალენტინი, რატომ თვლიან მას შეყვარებულთა მფარველად, ასევე შეგახსენებთ დღესასწაულის ისტორიას და ტრადიციებს.
წმინდა ვალენტინი
რომაელ ისტორიკოსთა ცნობით, ქრისტიანობის გარიჟრაჟზე სარწმუნოებისათვის მოწამოებრივად სულ მცირე სამი ადამიანი მაინც აღესრულა, რომელთაც ვალენტინი ერქვათ, მაგრამ სინამდვილეში რომელ მათგანს უნდა უმადლოდეს მსოფლიო ვალენტინობის დღესასწაულის გაჩენას, უცნობია.

შესაძლოა ამიტომაც წმინდა ვალენტინის სახელთან უამრავი ლეგენდაა დაკვშირებული. მათგან ყველაზე რომანტიკული მოგვითხრობს ქრისტიან მღვდელმსახურზე, რომელიც 269 წელს ფარულად სწერდა ჯვარს რომაელ ლეგიონერებს.

საქმე ის გახლდათ, რომ, იმპერატორ კლაუდიუს II-ის აზრით, დაქორწინებული ლეგიონერი პირველ რიგში თავისი ოჯახის რჩენაზე ფიქრობდა და არა საბრძოლო გმირობებსა და იმპერიის დიდებაზე, ამიტომაც მან ლეგიონერთა დაქორწინება აკრძალა.
დახმარებას ცდილობდა – თხზავდა მათთვის სასიყვარულო ბარათებს, ეხმარებოდა შერიგებაში ნაჩხუბარ წყვილებს, ჩუმად სწერდა ჯვარს და ყვავილებს ჩუქნიდა ახლადშეუღლებულებს.

„თავნება" მღვდელმსახურის ამბავი სწრაფად მივიდა იმპერატორის ყურამდე. განრისხებულმა მბრძანებელმა ვალენტინის დილეგში ჩაგდება ბრძანა და მალევე გამოსცა განკარგულება მისი სიკვდილით დასჯის შესახებ. თუმცა მღვდელმსახურ ვალენტინის ისტორია ასე არ დასრულებულა.

ლეგენდის თანახმად, ვალენტინი დილეგის მცველის ბრმა ქალიშვილს შეუყვარდა. მისი გრძნობების გაზიარება მღვდელმსახურს, რომელსაც დაუქორწინებლობის აღქმა ჰქონდა დადებული, რა თქმა უნდა, არ შეეძლო... თუმცა სიკვდილით დასჯის წინა ღამეს შეყვარებულ გოგონას სულისშემძვრელი წერილი მისწერა და თავის გრძნობებში გამოუტყდა.
© Flickr / Etolaneწმინდა ვალენტინის დღე
День святого Валентина - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
წმინდა ვალენტინის დღე
ითვლება, რომ ვალენტინობის დღეს სასიყვარულო წერილების – „ვალენტინკების" წერის ტრადიცია სწორედ იქიდან იღებს სათავეს.

კათოლიკური ეკლესიის ვერსიით, წმინდა ვალენტინმა მართლაც განკურნა ერთ-ერთი დიდმოხელის ბრმა ქალიშვილი. ქალიშვილის განკურნების შემდეგ მამამ ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ამ ამბით განრისხებულმა იმპერატორმა მღვდელმსახურის შეპყრობა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. ამ ისტორიიდან გამომდინარე, ითვლება, რომ მღვდელმსახური ვალენტინი თავისი რწმენის გამო დაისაჯა და სწორედ ამიტომ იქნა წმინდანად შერაცხული.

269 წლის 14 თებერვალს ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები კი მოგვიანებით სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში მოხვდა.
დღესასწაულის ისტორია
14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ რომის პაპმა გელასიუს პირველმა 469 წელს დააწესა. არსებობს მოსაზრება, რომ ამით ეკლესიას სურდა, ქრისტიანული შინაარსით ჩაენაცვლებინა წარმართული დღესასწაულის – ლუპერკალების აღნიშვნა.

ლუპერკალია ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული იყო. ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლებსაც შემდეგ ატყავებდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. მერე ამ მათრახებით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ქალებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ რიტუალის შემდეგ უფრო ნაყოფიერი გახდებოდნენ და შვილებს ადვილად გააჩენდნენ.

დასავლეთ ევროპაში „ვალენტინობის“ აღნიშვნა მე-13 საუკუნიდან დაიწყეს.
ინგლისში ამ დღეს გულებით მორთული „სიყვარულის კოვზები“ ტრადიციული საჩუქარი იყო. მათ ხისგან ამზადებდნენ და შეყვარებულებს ჩუქნიდნენ.
პირველი გულის ფორმის სასიყვარულო ბარათის შექმნას კი ორლეანის ჰერცოგ კარლ პირველს მიაწერენ, რომელიც ლონდონის ციხეში მოხვედრის შემდეგ თავის მომავალ მესამე მეუღლეს სასიყვარულო წერილებს ამ ფორმით სწერდა.
© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
Скамейка с изображением на спинке двух сердец влюбленных в старом городе в районе Метехи - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
ძველი თბილისი
ტრადიცია
შეყვარებულებისთვის წითელი ვარდების ჩუქების ტრადიციას საფუძველი საფრანგეთის მეფე ლუი XVI-მ ჩაუყარა, მან პირველმა მიართვა ასეთი თაიგული თავის მეუღლეს – მარია ანტუანეტას.

ინგლისსა და შოტლანდიაში ვალენტინობის წინა დღეს ახალგაზრდა გოგონებს ბიჭები წილისყრით ინაწილებდნენ. ყუთში ბილეთებს ათავსებდნენ, სადაც გოგონების სახელები ეწერა, ბიჭები კი შემდეგ თითო–თითოდ იღებდნენ ამ ქაღალდებს. გოგონა, რომლის სახელიც შეხვედრილ ბილეთზე ეწერა, მთელი წლით ბიჭის მეწყვილე ხდებოდა. ახალგაზრდებს შორის ყალიბდებოდა ურთიერთობა როგორც რაინდსა და მისი „გულის მბრძანებელს“ შორის.

წმინდა ვალენტინის დღეს იტალიელები ტკბილ დღეს ეძახიან. 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს ტკბილეულსა და კანფეტებს ჩუქნიან, ხოლო ვარდისფერ კონვერტში მოთავსებულ „ვალენტინკებს“ კი ფოსტით აგზავნიან.
სასიყვარულო წერილებს, რომლებსაც მხოლოდ მტრედებს ანდობენ, ფრანგები კი შეყვარებულებს ძვირფასეულობას ჩუქნიან.

14 თებერვალს საფრანგეთში სხვადასხვა რომანტიკულ კონკურსებსაც ატარებენ. ყველაზე პოპულარული სერენადების კონკურსია, რომელმაც ყველაზე გრძელი სასიყვარულო სიმღერა უნდა გამოავლინოს.

წმინდა ვალენტინის დღეს 14 თებერვალს იაპონიაშიც აღნიშნავენ. ამ დღეს მამაკაცებს შოკოლადებისგან დამზადებულ წმინდა ვალენტინის ფიგურას ჩუქნიან. ამ ტრადიციას საფუძველი შოკოლადის მწარმოებელმა ერთ–ერთმა მსხვილმა კომპანიამ ჩაუყარა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვალენტინობა 1777 წლიდან აღინიშნება, თუმცა მარციპანისგან დამზადებული ფიგურების ჩუქების ტრადიცია სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს. მაშინ ეს დიდ ფუფუნებად ითვლებოდა.

14 თებერვლს სიყვარულის დღის აღნიშვნა ბოლო წლებში საქართველოშიც დაიწყეს, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ აქვს. გარდა ამისა, ქართველებს თავიანთი სიყვარულის დღეც აქვთ, რომელსაც 15 აპრილს აღნიშნავენ.
ყველა ახალი ამბავი
0