1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerზონალურ-საათობრივი პარკირება
ზონალურ-საათობრივი პარკირება - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
დედაქალაქში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. 1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
წერეთლის გამზირის გარდა, დიდუბის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე:
ალიო მირცხულავას ქუჩა; წყალტუბოს ქუჩა; სამტრედიის ქუჩა; ბაქრაძის ქუჩა; ხოშარაულის ქუჩა; არჩილ კერესელიძის ქუჩა; რაჟდენ გვეტაძის ქუჩა; ქუთაისის ქუჩა; ფოთის ქუჩა; ბათუმის ქუჩა; შოთა იამანიძის ქუჩა; არჩილ ქურდიანის ქუჩა; სლავა მეტრეველის ქუჩა; ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩა; დავით ყიფიანის ქუჩა; თევდორე მღვდლის ქუჩა; თემურ ფიფიას ქუჩა; იროდიონ ევდოშვილის ქუჩა; სოხუმის ქუჩა; ზუგდიდის ქუჩა; ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა; გორის ქუჩა; ბათუმის შესახვევი; გორის შესახვევი; ეგნატე და ვახტანგ ფიფიების ქუჩა; სპირიდონ კედიას ქუჩა; ვანის ქუჩა; სტანისლავსკის ქუჩა; ერისთავის ქუჩა; ტრანსპორტის ქუჩა.
კალაძის განმარტებით, 1-ელი მარტიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ მუნიციპალურ პავილიონებში, რომლებიც დროებით განთავსდება აკაკი წერეთლის გამზირის #118-ში, #116-ში, #76-ში, #48-ში, ასევე #12ა-ს მიმდებარედ, წყალტუბოს ქუჩის #10-ში და ტრანსპორტის ქუჩის მიმდებარედ. მოსახლეობას რეგისტრაციის გავლისთვის ერთთვიანი ვადა აქვს.
ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის.
სხვა შემთხვევაში სტანდარტული ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს ერთ ლარს ერთი საათის განმავლობაში. ასევე მოქალაქეს შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. პირველ ჯერზე იგი კოტე აფხაზის ქუჩაზე და ორბელიანის მოედანზე ამოქმედდა. მოგვიანებით აღნიშნული სისტემა თბილისის სხვა ქუჩებზეც გავრცელდა.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0