https://sputnik-georgia.com/20240214/ukanono-shemosavlis-legalizebistvis-erti-fizikuri-da-sami-iuridiuli-piri-damnashaved-cnes-286304210.html
უკანონო შემოსავლის ლეგალიზება: ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნეს
უკანონო შემოსავლის ლეგალიზება: ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნეს
Sputnik საქართველო
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მლნ დოლარი გაათეთრეს. 14.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-14T15:07+0400
2024-02-14T15:07+0400
2024-02-14T15:16+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, ნათქამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მლნ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნაწილ-ნაწილ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, დაახლოებით 2 მლნ დოლარი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მსჯავრდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მლნ დოლარი გაათეთრეს.თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირებს უვადოდ ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და თითოეულს 100 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 2 მლნ ლარამდე თანხა, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
უკანონო შემოსავლის ლეგალიზება: ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნეს
15:07 14.02.2024 (განახლებულია: 15:16 14.02.2024) დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მლნ დოლარი გაათეთრეს.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, ნათქამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მლნ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნაწილ-ნაწილ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, დაახლოებით 2 მლნ დოლარი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მსჯავრდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მლნ დოლარი გაათეთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირებს უვადოდ ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და თითოეულს 100 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 2 მლნ ლარამდე თანხა, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი.