ქვეყნის მასშტაბით დიალიზის რამდენი კაბინეტი ფუნქციონირებს?

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალიტეტში დიალიზის კაბინეტები ყოველდღიურად 2,6 ათას პაციენტს ემსახურება.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიალიზის ათი კაბინეტი გაიხსნა - წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის კაბინეტები ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებენ, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
მანამდე ბენეფიციარებს ამ სერვისის მისაღებად სხვადასხვა რეგიონში უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულადაა აღჭურვილი. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი მოემსახურება.
„აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მანამდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალიტეტში დიალიზის ცენტრები ყოველდღიურად 2,6 ათას პაციენტს ემსახურება. ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის გაფართოება 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება ამავე წელს ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში.
უახლოეს მომავალში კი დიალიზის კაბინეტები კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროში ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0