https://sputnik-georgia.com/20240214/qutaisis-aeroportshi-bombs-ezeben-286314563.html
ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა გრძელდება
ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა გრძელდება
Sputnik საქართველო
მგზავრების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დროულად განხორციელდა 14.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-14T18:07+0400
2024-02-14T18:07+0400
2024-02-14T18:07+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/52/238755225_0:80:2001:1205_1920x0_80_0_0_e0eb43489b8a18663c6caf62e0402643.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მიმდინარეობს მუშაობა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოსაჩენად, რომელიც, შესაძლოა, იყოს ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ქუთაისი-ბარსელონა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12: 45 საათზე გაფრინდა, თუმცა, აფრენიდან მალევე ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი - ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, განხორციელდა მგზავრთა უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია.მისი თქმით, მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია. კიდევ ერთი თვითმფრინავი გადის დამატებით შემოწმებას.როგორც ქარქაშაძემ განაცხადა, აფრენიდან დაახლოებით ხუთ-ათ წუთში აეროპორტმა თვითმფრინავის ეკიპაჟისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ ქუთაისის აეროპორტში, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებების სავარაუდო არსებობის შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23875/52/238755225_142:0:1857:1286_1920x0_80_0_0_950c41ba6f8dd6c1f973642cf72ec729.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ძებნა გრძელდება
მგზავრების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა დროულად განხორციელდა
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მიმდინარეობს მუშაობა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოსაჩენად, რომელიც, შესაძლოა, იყოს ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ქუთაისი-ბარსელონა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12: 45 საათზე გაფრინდა, თუმცა, აფრენიდან მალევე ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი - ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, განხორციელდა მგზავრთა უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია.
„შესაბამისი სამსახურების მობილიზება ყველა პროცედურის შესაბამისად მოხდა, აღნიშნული თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დროულად დაეშვა, მგზავრების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა", - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია. კიდევ ერთი თვითმფრინავი გადის დამატებით შემოწმებას.
როგორც ქარქაშაძემ განაცხადა, აფრენიდან დაახლოებით ხუთ-ათ წუთში აეროპორტმა თვითმფრინავის ეკიპაჟისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ ქუთაისის აეროპორტში, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებების სავარაუდო არსებობის შესახებ.