პეტრე კოლხს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
დეკანოზი მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამჯერ იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა უცხოეთში ყოფნის გამო
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის, რომელსაც პეტრე კოლხად იცნობენ, კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ, ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
პეტრე კოლხი ცნობილია თავისი აქტიურობით სოციალურ ქსელში, ტოკ-შოუებში მონაწილეობითა და მკვეთრი განცხადებებით, კერძოდ, ფერისცვალების ტაძრის წინამძღოლის, შალვა კეკელიას მისამართით. საზოგადოებაში ბევრი აკრიტიკებს პეტრე კოლხს მისი „გლამურული“ იერისთვის.
„მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სინოდალურ კომისიაში აღნიშნეს, უცხოეთში გამგზავრებაზე მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული. კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები.
სინოდალური კომისიის თავმჯდომარეა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა 13 თებერვალს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0