https://sputnik-georgia.com/20240214/meriam-lagunastan-benzingasamarti-sadgurebis-mflobelebs-alternatiuli-nakvetebi-sestavaza-286318547.html
მერიამ „ლაგუნასთან“ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს ალტერნატიული ნაკვეთები შესთავაზა
მერიამ „ლაგუნასთან“ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს ალტერნატიული ნაკვეთები შესთავაზა
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ აუზის მიმდებარედ ავტოგასამართი სადგურების სანაცვლოდ, რომელთა დემონტაჟიც უნდა მოხდეს, ნავთობკომპანიებს... 14.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-14T20:59+0400
2024-02-14T20:59+0400
2024-02-14T20:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274241506_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_e7e97caf390081cc35ad4e1503a685de.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ აუზის მიმდებარედ ავტოგასამართი სადგურების სანაცვლოდ, რომელთა დემონტაჟიც უნდა მოხდეს, ნავთობკომპანიებს Lukoil-ს, Wissol-სა და Gulf-ს შესთავაზეს ნაკვეთები ლისის ტბასთან და გლდანის ხიდებთან, განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ მედიაპლატფორმა BM.ge-ს ეთერში.თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდება. კერძოდ, დამატებითი სავალი ნაწილი მოეწყობა გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში. ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები.ამ ორ უკანასკნელ შემთხვევაში ავტოგასამართი სადგურები აშენდება, ხოლო „ვისოლის“ შემთხვევაში ლისის მიმდებარედ აშენდება კერძო სახლების დასახლება.მისი თქმით, მიწის ნაკვეთების ჩანაცვლება მათი ღირებულების მიხედვით მოხდა. ლისის ტბასთან ერთი ჰექტარია მიწის ნაკვეთი და ფასების ნაწილში ნაკვეთის ღირებულება უფრო მეტია, შესაბამისად, ამ სხვაობას კომპანია დაფარავს.მოლაპარაკებები ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებული ვულკანიზაციების მფლობელებთანაც მიმდინარეობს.თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ჩასანაცვლებელი მიწის ნაკვეთების საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია.თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტული, უწყვეტი და ხელმისაწვდომი გახადოს, ასევე ქალაქის საცობებისგან გათავისუფლება. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/19/274241506_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_23a9853915218bb9936cb11b889afb6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. „ლაგუნა ვერესთან“ აუზის მიმდებარედ ავტოგასამართი სადგურების სანაცვლოდ, რომელთა დემონტაჟიც უნდა მოხდეს, ნავთობკომპანიებს Lukoil-ს, Wissol-სა და Gulf-ს შესთავაზეს ნაკვეთები ლისის ტბასთან და გლდანის ხიდებთან, განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი თავართქილაძემ მედიაპლატფორმა BM.ge-ს ეთერში.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდება. კერძოდ, დამატებითი სავალი ნაწილი მოეწყობა გმირთა მოედნიდან სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელ ავტოსატრანსპორტო კვანძზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ქალაქში. ტერიტორიაზე არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდა შეთანხმება სამივე კომპანიასთან, ესენია „ვისოლი“, „ლუკოილი“ და „გალფი“. „ვისოლის“ შემთხვევაში ადგილმონაცვლეა ლისის ტბის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი, ხოლო „გალფისა“ და „ლუკოილის“ შემთხვევაში მონაცვლეობა მოხდება ე.წ. გლდანის ხიდის მიმდებარედ“, - განაცხადა თავართქილაძემ.
ამ ორ უკანასკნელ შემთხვევაში ავტოგასამართი სადგურები აშენდება, ხოლო „ვისოლის“ შემთხვევაში ლისის მიმდებარედ აშენდება კერძო სახლების დასახლება.
მისი თქმით, მიწის ნაკვეთების ჩანაცვლება მათი ღირებულების მიხედვით მოხდა. ლისის ტბასთან ერთი ჰექტარია მიწის ნაკვეთი და ფასების ნაწილში ნაკვეთის ღირებულება უფრო მეტია, შესაბამისად, ამ სხვაობას კომპანია დაფარავს.
მოლაპარაკებები ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებული ვულკანიზაციების მფლობელებთანაც მიმდინარეობს.
„კერძო მესაკუთრეებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ შემთხვევაში სამი რეგისტრაცია ფიქსირდება, ყველასთან მიდის მოლაპარაკებები, თუმცა ესენი ნაკლები მოცულობის მიწის ნაკვეთებია და ღირებულებებიც ნაკლები იქნება, მაგრამ აუცილებელია მათი მონაცვლეობაც იმისათვის, რომ სრულად მოხდეს გზის გახსნა“, - განაცხადა თავართქილაძემ.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ჩასანაცვლებელი მიწის ნაკვეთების საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია.
თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფრო კომფორტული, უწყვეტი და ხელმისაწვდომი გახადოს, ასევე ქალაქის საცობებისგან გათავისუფლება. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.