შეტყობინება ასაფეთქებლის შესახებ: Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დააბრუნეს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკში Wizz Air
 Wizz Air  - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2024
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრების უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ქუთაისიდან ბარსელონაში მიფრინავდა, აფრენიდან მალევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" აეროპორტის ადმინისტრაციაში.
მიზეზი გახდა ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაუყოვნებლივ განხორციელდა მგზავრთა უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია. ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები.
„ჩვენ უკვე მივიღეთ ინფორმაცია ავიაკომპანიისგან, რომ მათთან შევიდა ზარი ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში სასწრაფოდ დაბრუნდა აეროპორტში", - განაცხადა ქუთაისის აეროპორტის წარმომადგენელმა.
თვითმფრინავი აეროპორტიდან 12: 45 საათზე აფრინდა.
ყველა ახალი ამბავი
0