https://sputnik-georgia.com/20240213/vitaminebis-nakleboba-rogor-migvanisnebs-organozmoi-problemaze-286290437.html
მიაქციეთ ყურადღება! როგორ მიგვანიშნებს ორგანიზმი, რა ვიტამინები გვაკლია
მიაქციეთ ყურადღება! როგორ მიგვანიშნებს ორგანიზმი, რა ვიტამინები გვაკლია
Sputnik საქართველო
ადამიანის ორგანიზმი სამყაროში ყველაზე ჭკვიან და ყველაზე რთულ მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ: თუ რამე სჭირდება, მაშინვე გატყობინებთ, მთავარია, ამ შეტყობინების... 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T16:38+0400
2024-02-13T16:38+0400
2024-02-13T16:38+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282217528_493:68:3061:1512_1920x0_80_0_0_5ba503139d47e1dc423c03b3581fb716.jpg
ადამიანის ორგანიზმი სამყაროში ყველაზე ჭკვიან და ყველაზე რთულ მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ: თუ რამე სჭირდება, მაშინვე გატყობინებთ, მთავარია, ამ შეტყობინების „წაკითხვა“ შეგვეძლოს.ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო პრობლემა, რაზეც ჩვენი ორგანიზმი მკაფიო ნიშნებით გვაფრთხილებს, ვიტამინების დეფიციტია.ვნახოთ, რა ნიშანი რომელი ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს:ნაპრალები პირის კუთხეშიამ ვიტამინების ნაკლებობა ყველაზე ხშირად ვეგეტერიანელებს ემართებათ. ამ დროს ორგანიზმს საჭიროზე ნაკლები რაოდენობის რკინა და თუთია მიეწოდება.ამ პრობლემის გამოსწორება მარტივად შეიძლება. საჭიროა რაციონში ჩართოთ: ფრინველის ხორცი, ორაგული, თინუსი, კვერცხი, ხამანწკები, მოლუსკები. ამას გარდა, კარგი იქნება, თუ მეტ არაქისს, პარკოსნებსა და ოსპს მიირთმევთ.რკინის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი С, რომელიც ინფექციებსაც ებრძვის. ამიტომ შეათავსეთ ეს პროდუქტები ისეთ ბოსტნეულთან, როგორებიცაა: ბროკოლი, წითელი წიწაკა და ყვავილოვანი კომბოსტო.ხორცმეტები ხელებსა და თეძოებზეშეამცირეთ ტრანსცხიმების მიღება (რომლებიც დიდი რაოდენობითაა პოპკორნში, ჩიპსებში, კრეკერებში, გამოსაცხობად მზა ცომებში და ფრიტიურში მომზადებულ ყველა პროდუქტში) და გაზარდეთ ჯანმრთელი ცხიმების რაოდენობა.ჩართეთ რაციონში დიდი რაოდენობით ორგაული და სარდინი, კაკალი და ნუში.А ვიტამინის მისაღებად მიირთვით მწვანილი და ბოსტნეული: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და წითელი წიწაკა. ეს ორგანიზმს ბეტა-კაროტინით მოამარაგებს, საიდანაც ის А ვიტამინს „გამოწოვს".წითელი გამონაყარი სახეზე და თმის ცვენაბიოტინი (В7) ცნობილია როგორც მთავარი ვიტამინი თმისთვის.ადამიანის ორგანიზმში В-ჯგუფის ვიტამინების მარაგი გამუდმებით უნდა შეივსოს. ამისათვის მიირთვით დიდი რაოდენობით ორაგული, ავოკადო, სოკო, ყვავილოვანი კომბოსტო, სოიო, კაკალი, ჟოლო, ბანანი და მოხარშული კვერცხი.კიდურების კანკალი და დაბუჟებაეს პრობლემა უშუალოდ უკავშირდება პერიფერიულ ნერვებს, რომელთა დაბოლოებები კანთან ახლოსაა განლაგებული.ზემოთ ნახსენებ სიმპტომებს შესაძლოა ასევე ერთვოდეს: შფოთვა, დეპრესია, დაღლილობა და ჰორმონალური დისბალანსი.მიირთვით მეტი ისპანახი, სატაცური, ჭარხალი, ლობიო და გრეიპფრუტი. რაციონში ასევე აუცილებლად ჩართეთ: კვერცხი, რვაფეხა, მიდიები, მოლუსკები, ხამანწკები და ფრინველის ხორცი.წვივების კრუნჩხვა და კანკალიხშირი კრუნჩხვა კალციუმისა და მაგნიუმის ნაკლებობის პირდაპირი ნიშანია. გარდა ამისა, კრუნჩხვა შეიძლება დაგემართოთ ვარჯიშისას, ვინაიდან ამ დროს გამოყოფილი ოფლი ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით მინერალებს გამოდევნის. ამ ვიტამინების მარაგის შესავსებად მიირთვით მეტი ბანანი, ნუში, თხილი, ბროკოლი და ისპანახი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282217528_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_f0257196edf7bfd1cb5583ccc0c8ba9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ადამიანის ორგანიზმი სამყაროში ყველაზე ჭკვიან და ყველაზე რთულ მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ: თუ რამე სჭირდება, მაშინვე გატყობინებთ, მთავარია, ამ შეტყობინების „წაკითხვა“ შეგვეძლოს.
ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო პრობლემა, რაზეც ჩვენი ორგანიზმი მკაფიო ნიშნებით გვაფრთხილებს, ვიტამინების დეფიციტია.
ვნახოთ, რა ნიშანი რომელი ვიტამინის ნაკლებობაზე მეტყველებს:
გესაჭიროებათ: რკინა, თუთია, ვიტამინები: В3, В2 და В12.
ამ ვიტამინების ნაკლებობა ყველაზე ხშირად ვეგეტერიანელებს ემართებათ. ამ დროს ორგანიზმს საჭიროზე ნაკლები რაოდენობის რკინა და თუთია მიეწოდება.
ამ პრობლემის გამოსწორება მარტივად შეიძლება. საჭიროა რაციონში ჩართოთ: ფრინველის ხორცი, ორაგული, თინუსი, კვერცხი, ხამანწკები, მოლუსკები. ამას გარდა, კარგი იქნება, თუ მეტ არაქისს, პარკოსნებსა და ოსპს მიირთმევთ.
რკინის ათვისებას ხელს უწყობს ვიტამინი С, რომელიც ინფექციებსაც ებრძვის. ამიტომ შეათავსეთ ეს პროდუქტები ისეთ ბოსტნეულთან, როგორებიცაა: ბროკოლი, წითელი წიწაკა და ყვავილოვანი კომბოსტო.
ხორცმეტები ხელებსა და თეძოებზე
გესაჭიროებათ: ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები: А და D.
შეამცირეთ ტრანსცხიმების მიღება (რომლებიც დიდი რაოდენობითაა პოპკორნში, ჩიპსებში, კრეკერებში, გამოსაცხობად მზა ცომებში და ფრიტიურში მომზადებულ ყველა პროდუქტში) და გაზარდეთ ჯანმრთელი ცხიმების რაოდენობა.
ჩართეთ რაციონში დიდი რაოდენობით ორგაული და სარდინი, კაკალი და ნუში.
А ვიტამინის მისაღებად მიირთვით მწვანილი და ბოსტნეული: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და წითელი წიწაკა. ეს ორგანიზმს ბეტა-კაროტინით მოამარაგებს, საიდანაც ის А ვიტამინს „გამოწოვს".
წითელი გამონაყარი სახეზე და თმის ცვენა
გესაჭიროებათ: ბიოტინი (В7)
ბიოტინი (В7) ცნობილია როგორც მთავარი ვიტამინი თმისთვის.
ადამიანის ორგანიზმში В-ჯგუფის ვიტამინების მარაგი გამუდმებით უნდა შეივსოს. ამისათვის მიირთვით დიდი რაოდენობით ორაგული, ავოკადო, სოკო, ყვავილოვანი კომბოსტო, სოიო, კაკალი, ჟოლო, ბანანი და მოხარშული კვერცხი.
კიდურების კანკალი და დაბუჟება
გესაჭიროებათ: ვიტამინები B9, В6, В12.
ეს პრობლემა უშუალოდ უკავშირდება პერიფერიულ ნერვებს, რომელთა დაბოლოებები კანთან ახლოსაა განლაგებული.
ზემოთ ნახსენებ სიმპტომებს შესაძლოა ასევე ერთვოდეს: შფოთვა, დეპრესია, დაღლილობა და ჰორმონალური დისბალანსი.
მიირთვით მეტი ისპანახი, სატაცური, ჭარხალი, ლობიო და გრეიპფრუტი. რაციონში ასევე აუცილებლად ჩართეთ: კვერცხი, რვაფეხა, მიდიები, მოლუსკები, ხამანწკები და ფრინველის ხორცი.
წვივების კრუნჩხვა და კანკალი
საჭიროა: მაგნიუმი, კალციუმი და კალიუმი.
ხშირი კრუნჩხვა კალციუმისა და მაგნიუმის ნაკლებობის პირდაპირი ნიშანია. გარდა ამისა, კრუნჩხვა შეიძლება დაგემართოთ ვარჯიშისას, ვინაიდან ამ დროს გამოყოფილი ოფლი ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით მინერალებს გამოდევნის.
ამ ვიტამინების მარაგის შესავსებად მიირთვით მეტი ბანანი, ნუში, თხილი, ბროკოლი და ისპანახი.