საქართველო ევროპის ქვეყნების ხუთეულშია, სადაც გადაადგილება ღამითაც კი უსაფრთხოა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
საქართველო ღამით უსაფრთხო გადაადგილების კუთხით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ-ქვეყანას
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველომ მეოთხე ადგილი დაიკავა ევროპის იმ ქვეყნებს შორის, სადაც ტურისტებს შეუძლიათ უსაფრთხოდ გადაადგილება არამარტო დღისით, არამედ ღამითაც, ასეთია World of Statistics-ის მონაცემები, რომელიც ორგანიზაცია Numbeo.com-ზე დაყრდნობით მომზადდა.
Numbeo.com – სერბეთის დამოუკიდებელი კვლევითი ვებგვერდია, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება. ვებგვერდის რედაქტორები აფასებენ ქვეყნებს, ქალაქებს და ადგენენ რეიტინგებს მათი მოსახლეობის ცხოვრების შესახებ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ხორვატია, სლოვენია და ისლანდია.
2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რეკორდული იყო - ქვრივიშვილი>>>
აღსანიშნავია, რომ საქართველო ღამით უსაფრთხო გადაადგილების კუთხით უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ-ქვეყანას და ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას.
პორტალ Numbeo.com-ს თვეში 2,4 მილიონი მომხმარებელი ათვალიერებს და მის მონაცემებს იყენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები.
რედაქტორები რეიტინგისთვის ინფორმაციას ღია წყაროებიდან აგროვებენ. ესენია: სამთავრობო უწყებების პორტალები, ადგილობრივი სტატისტიკური კომპანიების ვებგვერდები და კონსალტინგური ფირმების ანგარიშები. საიტი ასევე საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს გაეცნოს ინფორმაციას მათ ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების შესახებ.
ქვეყნები ფასდება შემდეგი ინდიკატორების მიხედვით: უსაფრთხოება, ჯანდაცვის სისტემის ხარისხი, სტიქიური უბედურების ალბათობა, დაბინძურების დონე, ცხოვრების ღირებულების ინდექსი, თითოეული მოქალაქის მსყიდველობითი უნარი, საცხოვრებლის ფასების თანაფარდობა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალთან.
ყველა ახალი ამბავი
0