მიმოხილვა: რუსული „ლანცეტი“უფრო ჭკვიანი ხდება

  - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2024
გამოწერა
რუსული მზვერავი და მოიერიშე დრონების მზარდი ხარისხი და რაოდენობა, ხელოვნური ინტელექტის ელემენტების მქონე ბარაჟირებადი საბრძოლო მასალები, უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის მიზნების მიღწევას აჩქარებს და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო ტაქტიკის სრულყოფის, ასევე აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ნატოს სტრატეგიის კორექტირების საშუალებას იძლევა.
რუსული ჯარები უკრაინის ოპერაციების თეატრში აქტიურად და ეფექტურად იყენებენ ბარაჟირებად „ლანცეტებს“− დამიზნების მოდერნიზებული სისტემითადა მოქმედების გაზრდილი რადიუსით. „ლანცეტის“ხაზის დრონმა-კამიკაძეებმა (ნაკეთობა 51, 52, 53) მოკლე დროში უზრუნველყვეს1000-ზე მეტი მნიშვნელოვანი სამიზნის განადგურება. უმაღლესი ეფექტურობა საშუალებას გვაძლევს,მივიჩნიოთ „ლანცეტი“ გეოპოლიტიკურიდონის მაღალტექნოლოგიურ ინსტრუმენტად.
შემთხვევითი არ არის, რომ შაბათს, 10 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირადად დაათვალიერა „ლანცეტების“წარმოება ქარხანაში „აეროსკანში“. მინისტრს საწარმოო ხაზები, მზვერავი და მოიერიშე დრონებისა და ბარაჟირებადი საბრძოლო მასალის უახლესი ნიმუშები აჩვენეს.
მთავარმა კონსტრუქტორმა ალექსანდრ ზახაროვმა სერგეი შოიგუს აცნობა, რომ მაღალი სიზუსტის იარაღის წარმოების მოცულობა, სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, 50-ჯერ გაიზარდა.
კომპანიის სპეციალისტები განაგრძობენ „ლანცეტების“სრულყოფას სპეცოპერაციის ზონაში საბრძოლო გამოყენების გამოცდილების გათვალისწინებით, ინფორმაციის რეალურ დროში ანალიზის ალგორითმებზე დაყრდნობით, მონაცემთა გადაცემის სფეროში ახალი მიღწევებისა და მოწინავე სანავიგაციო სისტემების გამოყენებით.
ცოტა ხნის წინ გამოჩნდა კამიკაძე-დრონის მოდიფიკაცია თბოვიზორით − ღამით გამოსაყენებლად. ახალი საკონსტრუქტორო გადაწყვეტილებები მოწინააღმდეგის სამხედრო აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის უფრო ეფექტურად განადგურებას ხდის შესაძლებელს.
ხელოვნური ინტელექტი ეხმარება „ლანცეტებს“ზუსტი დარტყმების განხორციელებაში. უკრაინის არმიასადა ნატოს განსაკუთრებით აშფოთებს რუსული დრონების გამოჩენა, რომლებსაც „მანქანური ხედვა“ აქვთ და რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონულიბრძოლის სისტემებისთვის გვერდის ავლა და სამიზნეებზე ზუსტიდარტყმა შეუძლია.
ასეთი დარტყმები მოწინააღდეგემ მიიღო, მაგალითად, ხერსონის მიმართულებით, სადაც სადესანტო უკრაინულიკატარღა განადგურდა რუსული კამიკაძე-დრონით.
ამასობაში რუსეთში შეიქმნა ნეიროქსელი ყველა ტიპის დრონისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, დამოუკიდებლად ამოიცნონ და გაანადგურონ დასავლური სამხედრო ტექნიკა. მაღალტექნოლოგიური „უპილოტო რევოლუცია“ სპეცოპერაციის ზონაში გრძელდება.

ხელოვნური ინტელექტის ნაჯახი

უკრაინის ოპერაციების თეატრში რუსული „ლანცეტები“ ყოველდღიურად ამტკიცებენ თავიანთ უპირატესობას ნატოს ქვეყნების თანამედროვე დაზვერვის, ელექტრონული ომისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაპირისპირებაში. დრონების მზარდი რაოდენობა უზრუნველყოფს ხარისხობრივ ნახტომს რუსული ჯარების ტაქტიკასა და საბრძოლო ძალაში.
კამიკაძე-დრონების ძირითადი სამიზნეებია მოწინააღმდეგის საარტილერიოაღჭურვილობა, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადარები. შედეგებიშთამბეჭდავია: ნატოს155-მმ-იანი M777 ჰაუბიცების ორი მესამედი, რომელიც გადაეცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, და ტანკების 15 პროცენტი (მათ შორისLeopard 2A6) რუსულმა „ლანცეტებმა“ დააზიანეს ან გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებზე „ლანცეტის“ 1066 დარტყმა მიუთითებს, რომ სამიზნეების 84 პროცენტი განადგურდა.
სპეცოპერაციის დროს მაღალისიზუსტის„ლანცეტებმა" გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია. მათ შორის, გერმანული„ლეოპარდები“, ამერიკული „ბრედლები“ და M109 Paladin, სლოვაკური Zuzana, პოლონური Krab, შვედური CV90/40, საზენიტო სარაკეტო სისტემები IRIS-T და Avenger.
„ლანცეტის“ მოქმედების რადიუსი 70 კმ-მდეა, აქვს მაღალი სიმძლავრის ქობინი − 5 კგ-მდე, და ფრენის დრო 60 წუთამდე. აეროდინამიკური სქემა იძლევა მანევრირებისა და პიკირების საშუალებას 110 კმ/სთ სიჩქარით.
„ლანცეტი“ გამოიყენება ავტომატურ რეჟიმში და მდგრადია რადიოელექტრონული ბრძოლის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისადა უახლესი ლაზერული იარაღის მიმართაც კი. მანამდე მთავარმა კონსტრუქტორმა ალექსანდრ ზახაროვმა აღნიშნა, რომ ახალი თაობის მძვინვარე საბრძოლო მასალა „ლანცეტი“ პრაქტიკულად უხილავია მოწინააღმდეგის რადარებისთვის.
საბრძოლო გამოყენების დროს ოპერატორი უბრალოდ მიუთითებს საძიებო ზონას. გაშვების შემდეგ დრონი დამოუკიდებლად პოულობს მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკას, არტილერიასადა საჰაერო თავდაცვის სისტემებს, უგულებელყოფს უმნიშვნელო სამიზნეებს. დრონების ჯგუფი ავტონომიურად ანაწილებს მიზნებს თავდასხმისთვის.
„ლანცეტი“ ატარებს კუმულაციური, თერმობარული ან ფუგასურ ქობინს. ჩაშენებული კამერა ქირურგიული სიზუსტით დარტყმის საშუალებას იძლევა. შედეგს აფიქსირებს სადაზვერვო დრონი Zala-421, რომელიც, როგორც წესი, პირველი გადაკვეთს ფრონტის ხაზს და აზუსტებს სამიზნის კოორდინატებს.
კომპლექსი მოიცავს სადაზვერვო, სანავიგაციო და საკომუნიკაციო მოდულს სხვადასხვა წყაროდან კოორდინატების დასადგენად, რაც „ლანცეტს“ სატელიტური ნავიგაციით უცხოურ ანალოგებზე მაღლა აყენებს. რუსული „ლანცეტის“ გაშვება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 50 000 დოლარია, საგრძნობლად იაფია სამიზნე ობიექტზე (ამერიკული ჰაუბიცა M777 4 მილიონი დოლარი ღირს).
რუსული არმია ეფექტურად იყენებს ყველა ტიპის დრონს. რუსეთი არ ჩერდება მიღწეულზე და აპირებს გაზარდოს თავისი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით.
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას აქვს განვითარებული სამეცნიერო და საწარმოო ბაზა დრონების მთელი ხაზის განვითარების, მასობრივი წარმოებისა და განახლებისთვის. უპილოტო ავიაციის განვითარების სტრატეგია, რომელიც დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 2023 წლის ივნისში, განსაზღვრავს თვითმფრინავების წლიური წარმოების პერსპექტივებს - 200 ათას ერთეულამდე 2035 წლისთვის. მოიერიშე დრონების მასობრივი წარმოება და აქტიური საბრძოლო გამოყენება გამარჯვების გასაღებია თანამედროვე მაღალი ინტენსივობის შეიარაღებულ კონფლიქტებში.
რუსეთი ხდება აღიარებული მსოფლიო ლიდერი ხელოვნური ინტელექტის მქონე კამიკაძე დრონების შემუშავებაში, წარმოებასა და საბრძოლო გამოყენებაში. რა თქმა უნდა, ეს თვითმიზანი კი არა, არამედ სპეცოპერაციის მიზნების მიღწევისა და შეერთებული შტატებისა და ნატოს მშვიდობისადმი იძულების ინსტრუმენტია, სადაც დასავლეთის „ჰეგემონია“ კვდება და თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემა ყალიბდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0