https://sputnik-georgia.com/20240213/opoziciis-uari-shemaperxebeli-araa-deputati-evrokavshiris-rekomendaciebis-shesrulebaze-286291301.html
ოპოზიციის უარი შემაფერხებელი არ არის - დეპუტატი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე
ოპოზიციის უარი შემაფერხებელი არ არის - დეპუტატი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე
Sputnik საქართველო
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T16:19+0400
2024-02-13T16:19+0400
2024-02-13T16:19+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966734_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_42124ec890ce6362495d9c4f39815274.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს და ამ პროცესში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარიპროცესს ხელს ვერ შეუშლის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ. ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა. მეორე შეხვედრა კი მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციამ საკუთარი წინადადებები უნდა წარმოადგინოს. „ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ" იცის როგორ შეასრულოს ეს პუნქტები პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მოლოდინებზე მეტად, იმაზე საუბარი იქნებოდა უკეთესი, თუ რამდენად კარგი იქნებოდა, რომ მუშაობის პროცესში ოპოზიციას კონსტრუქციული განწყობა ჰქონდეს და მათი მხრიდან წარმოდგენილი იყოს ინიციატივები, მოსაზრებები, რაც მუშაობას ნაყოფიერს გახდიდა.2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.ღარიბაშვილის მთავრობამ დეკემბერში შეადგინა სამოქმედო გეგმა პუნქტების შესასრულებლად. ამჟამად გეგმის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დისკუსიის ფარგლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282966734_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_5152b33d5fdee41961345907de7d7929.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ოპოზიციის უარი შემაფერხებელი არ არის - დეპუტატი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს და ამ პროცესში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარიპროცესს ხელს ვერ შეუშლის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა. მეორე შეხვედრა კი მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციამ საკუთარი წინადადებები უნდა წარმოადგინოს. „ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ" იცის როგორ შეასრულოს ეს პუნქტები პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„ყველა კარგად ხვდება, რომ ჩვენი მხრიდან რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები. კარგი იქნება, ოპოზიცია მონაწილეობას თუ მიიღებს, მაგრამ თუ არ მიიღებს, ეს პროცესს მაინც ვერ შეაფერხებს. ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შექმნათ, რომ ეს არის მეტრებსა და კილოგრამებში გაზომილი კონკრეტული სამუშაო - ეს არის პროცესი", - განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მოლოდინებზე მეტად, იმაზე საუბარი იქნებოდა უკეთესი, თუ რამდენად კარგი იქნებოდა, რომ მუშაობის პროცესში ოპოზიციას კონსტრუქციული განწყობა ჰქონდეს და მათი მხრიდან წარმოდგენილი იყოს ინიციატივები, მოსაზრებები, რაც მუშაობას ნაყოფიერს გახდიდა.
„ალბათ ოპოზიციისგან დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებიც გაკეთდა პირველი შეხვედრის შემდეგ. ეს მაინც და მაინც იმედიანად ყოფნის საფუძველს არ გვაძლევს", - აღნიშნა სარჯველაძემ.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ღარიბაშვილის მთავრობამ დეკემბერში შეადგინა სამოქმედო გეგმა პუნქტების შესასრულებლად. ამჟამად გეგმის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დისკუსიის ფარგლებში.