https://sputnik-georgia.com/20240213/matilda-gvarliani-vogue-garekanze-gamochnda-286292444.html
უკვე მეორედ: ქართველმა მოდელმა ჟურნალ Vogue-ს გარეკანი დაამშვენა
უკვე მეორედ: ქართველმა მოდელმა ჟურნალ Vogue-ს გარეკანი დაამშვენა
Sputnik საქართველო
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T18:05+0400
2024-02-13T18:05+0400
2024-02-13T18:05+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279042861_0:96:1131:732_1920x0_80_0_0_883ea4658101480197d8c0ee2dcd5062.jpg
თბილისი 13 თებერვალი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Vogue-ნიდერლანდის გარეკანზე კვლავ გამოჩნდა, ამჯერად გამოცემის მარტის ნომერი ქართველმა გოგონამ გაალამაზა.ჟურნალის რედაქციამ მარტის ნომრისთვის ოთხი მოდელი შეარჩია, რომლებიც წარმოადგენდნენ ოთხ დიდ ქალაქს - მილანს, ლონდონს, პარიზსა და ნიუ-იორკს.მატილდა ჟურნალის გარეკანზე საკულტო ამერიკული ბრენდ Calvin Klein-ის სამოსშია გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ გვარლიანმა უკვე ითანამშრომლა Calvin Klein-თან და მონაწილეობა მიიღო ბრენდის რეკლამაში.ქართველი მოდელი Vogue–ნიდერლანდის გარეკანზე 2022 წელს გამოჩნდა და გახდა პირველი მოდელი საქართველოდან, რომელმაც ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანი დაამშვენა.ქართველი მოდელი Lacoste-ს რეკლამაში ლეგენდარულ ჩოგბურთელთან ერთად გადაიღეს>>>მატილდა გვარლიანი 20 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279042861_0:0:1131:849_1920x0_80_0_0_8b349e6ef8144bb91370276289d0d9b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
უკვე მეორედ: ქართველმა მოდელმა ჟურნალ Vogue-ს გარეკანი დაამშვენა
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო.
თბილისი 13 თებერვალი — Sputnik. ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Vogue-ნიდერლანდის გარეკანზე კვლავ გამოჩნდა, ამჯერად გამოცემის მარტის ნომერი ქართველმა გოგონამ გაალამაზა.
ჟურნალის რედაქციამ მარტის ნომრისთვის ოთხი მოდელი შეარჩია, რომლებიც წარმოადგენდნენ ოთხ დიდ ქალაქს - მილანს, ლონდონს, პარიზსა და ნიუ-იორკს.
მატილდა ჟურნალის გარეკანზე საკულტო ამერიკული ბრენდ Calvin Klein-ის სამოსშია გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ გვარლიანმა უკვე ითანამშრომლა Calvin Klein-თან და მონაწილეობა მიიღო ბრენდის რეკლამაში.
ქართველი მოდელი Vogue–ნიდერლანდის გარეკანზე 2022 წელს გამოჩნდა და გახდა პირველი მოდელი საქართველოდან, რომელმაც ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანი დაამშვენა.
მატილდა გვარლიანი 20 წლისაა და სამოდელო კარიერაში უკვე ბევრს მიაღწია. იგი გახდა იტალიელი დიზაინერის რობერტო კავალის სარეკლამო კამპანიის ნაწილი, მუშაობდა მსოფლიოს სხვა ცნობილ ბრენდებთან და მოდის კვირეულების ფარგლებში მონაწილეობდა მოდის ჩვენებებში.
სამოდელო სამყაროში მატილდა გვარლიანის დებიუტი ფლორენციაში ერთ-ერთ ჩვენებაზე შედგა, მაშინ გოგონა 14 წლის იყო. 15 წლისა კი ქართველი მოდელი გადაიღეს ცნობილი ბრენდის PULL & BEAR-ის სარეკლამო რგოლში.
გოგონას კარიერა დღითი დღე წარმატებული ხდებოდა, მან მილანის მოდის კვირეულზე (Milan Fashion Week 2019) Dolce & Gabbana-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მატილდა ამჟამად პრესტიჟულ სააგენტო Next Model-თან თანამშრომლობს, ხოლო მისი სამოდელი სააგენტო მდებარეობს საქართველოში - Look Modéls Managemént.