https://sputnik-georgia.com/20240213/ilon-maski-rusetistvis-starlinkis-sistemebis-miyidvas-uaryofs-286283628.html
ილონ მასკმა რუსეთისთვის Starlink-ის მიყიდვაზე კომენტარი გააკეთა
ილონ მასკმა რუსეთისთვის Starlink-ის მიყიდვაზე კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 თებერვალი − Sputnik. კომპანია SpaceX-ის სატელიტური ქსელები არასდროს გაყიდულა რუსეთში და არ უმუშავია იქ, აცხადებს კომპანიის მფლობელი ილონ მასკი. 13.02.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-02-13T11:02+0400
2024-02-13T11:02+0400
2024-02-13T11:02+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ილონ მასკი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283902449_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e8bac094ebd721c41ef30a0587486aa2.jpg
თბილისი, 13 თებერვალი − Sputnik. კომპანია SpaceX-ის სატელიტური ქსელები არასდროს გაყიდულა რუსეთში და არ უმუშავია იქ, აცხადებს კომპანიის მფლობელი ილონ მასკი.ამასთან მილიარდერი ირწმუნება, რომ მისმა კომპანიებმა „უფრო მეტი გააკეთეს რუსეთის ჩამოშლისთვის, ვიდრე რომელიმე სხვამ“. მისი თქმით, SpaceX-მა რუსეთს კოსმოსური ბიზნესის ორი მესამედი წაართვა, ხოლო Starlink-ი უკრაინას ეხმარებოდა.მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსული ჯარები Starlink-ის ტერმინალების გამოყენებაში დაადანაშაულა. როგორც მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) პრესმდივანმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, უწყებას აქვს ახალი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის აღჭურვილობას სისტემატურად იყენებენ.ამასთან იუსოვმა განმარტა, რომ Starlink-ის ტერმინალები რუსეთზე „ოფიციალურად კი არ იყიდება“, არამედ „პარალელური იმპორტის“ საშუალებით, რაც „არსებითად კონტრაბანდაა“.სისტემა Starlink-ი არის თანამგზავრების ქსელი დედამიწის ახლო ორბიტაზე, რომელსაც ინტერნეტის მიწოდება იმ შორეულ ტერიტორიებზე შეუძლია, სადაც ნორმალური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გათიშულია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/02/283902449_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_ec58c26e02db146b6768b06342d854b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ილონ მასკი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ილონ მასკი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა
თბილისი, 13 თებერვალი − Sputnik. კომპანია SpaceX-ის სატელიტური ქსელები არასდროს გაყიდულა რუსეთში და არ უმუშავია იქ, აცხადებს კომპანიის მფლობელი ილონ მასკი.
„არაერთი ყალბი ინფორმაცია ამტკიცებს, რომ SpaceX რუსეთზე ჰყიდის Starlink-ის ტერმინალებს. ეს კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, Starlink-ის არცერთი ტერმინალი არ გაყიდულა რუსეთზე პირდაპირ ან ირიბად“, − წერს მასკი X-ის აკაუნტზე.
ამასთან მილიარდერი ირწმუნება, რომ მისმა კომპანიებმა „უფრო მეტი გააკეთეს რუსეთის ჩამოშლისთვის, ვიდრე რომელიმე სხვამ“. მისი თქმით, SpaceX-მა რუსეთს კოსმოსური ბიზნესის ორი მესამედი წაართვა, ხოლო Starlink-ი უკრაინას ეხმარებოდა.
მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსული ჯარები Starlink-ის ტერმინალების გამოყენებაში დაადანაშაულა. როგორც მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) პრესმდივანმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, უწყებას აქვს ახალი მტკიცებულება იმისა, რომ რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის აღჭურვილობას სისტემატურად იყენებენ.
ამასთან იუსოვმა განმარტა, რომ Starlink-ის ტერმინალები რუსეთზე „ოფიციალურად კი არ იყიდება“, არამედ „პარალელური იმპორტის“ საშუალებით, რაც „არსებითად კონტრაბანდაა“.
სისტემა Starlink-ი არის თანამგზავრების ქსელი დედამიწის ახლო ორბიტაზე, რომელსაც ინტერნეტის მიწოდება იმ შორეულ ტერიტორიებზე შეუძლია, სადაც ნორმალური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გათიშულია.